Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი article 2861 კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით. 1. თავისთვის ან სხვისთვის ქონებრივი უფლების მოპოვების ან ნებისმიერი სახის ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, კომპიუტერული მონაცემის უნებართვო ჩასმა, წაშლა, შეცვლა ან დაფარვა ან კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირებაში ნებისმიერი სახის უნებართვო ჩარევა, რამაც სხვისთვის ფინანსური ზიანის მიყენება გამოიწვია, – ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. 2. იგივე ქმედება: ა) ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ბ) რამაც მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი გამოიწვია, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე. 3. იგივე ქმედება: ა) ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; ბ) რამაც დიდი ოდენობის ფინანსური ზიანი გამოიწვია; გ) ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ; დ) ჩადენილი არაერთგზის, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე. 4. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიმართ; |
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი article 2861 ბ) იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის/ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ან გამოძალვისათვის ან ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე. |
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი article 2861 1. ამ მუხლის მიზნებისათვის მნიშვნელოვან ფინანსურ ზიანად ითვლება 150 ლარზე მეტი ოდენობის ზიანი. 2. ამ მუხლის მიზნებისათვის დიდი ოდენობის ფინანსურ ზიანად ითვლება 10 000 ლარზე მეტი ოდენობის ზიანი. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ თავითა და ამ კოდექსის 177-ე–186-ე, 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა. 4. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით. |