Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ article 146 კერძო აღმასრულებელი. 1. კერძო აღმასრულებელი არის ფიზიკური პირი, რომელიც საჯარო უფლებამოსილებას – სააღსრულებო საქმიანობას ახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის საფუძველზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. 2. სავალდებულოა კერძო აღმასრულებელს ჰქონდეს სამუშაო ადგილი (ოფისი, ბიურო) და საანგარიშსწორებო (მიმდინარე) ანგარიში ბანკში. მას უფლება აქვს, სამუშაოზე აიყვანოს და სამუშაოდან გაათავისუფლოს მუშაკი საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად და განკარგოს სააღსრულებო საქმიანობის განხორციელებისათვის მიღებული საზღაური. 3. ორ ან ორზე მეტ კერძო აღმასრულებელს შეიძლება ჰქონდეს საერთო სამუშაო ადგილი (ოფისი, ბიურო). კერძო აღმასრულებელთა უფლება-მოვალეობანი საერთო სამუშაო ადგილის მიმართ განისაზღვრება მათ შორის დადებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაში თითოეული კერძო აღმასრულებელი სააღსრულებო საქმიანობას ახორციელებს საკუთარი სახელით და პირადად აგებს პასუხს თავისი სამსახურებრივი საქმიანობისათვის. |
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ article 146 31. კერძო აღმასრულებელს უფლება აქვს, სააღსრულებო საქმიანობის ორგანიზების მიზნით გაერთიანდეს სხვა კერძო აღმასრულებელთან, ადვოკატთან ან/და აუდიტორთან, ამხანაგობის ან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სამეწარმეო იურიდიული პირის ფორმით, გარდა სააქციო საზოგადოებისა, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ასეთ გაერთიანებაში უნდა მონაწილეობდეს ერთი ნოტარიუსი მაინც. 4. ამ თავის მიზნებისათვის სააღსრულებო საქმიანობად აგრეთვე მიიჩნევა დაინტერესებული პირებისათვის იურიდიული კონსულტაციის გაწევა აღსრულების საკითხებთან დაკავშირებით. 5. კერძო აღმასრულებელთა რეესტრს აწარმოებს აღსრულების ეროვნული ბიურო. 6. კერძო აღმასრულებლის სააღსრულებო საქმიანობის მიმართ, ამ თავის თავისებურებათა გათვალისწინებით, გამოიყენება ეს კანონი, გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის „ბ“, „დ“ და „ვ“–„კ“ ქვეპუნქტებისა, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებასთან (თუ გამარტივებული წარმოებისას აპლიკანტმა მოითხოვა დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულება) და აღსრულების შესახებ ბრძანებასთან დაკავშირებული სააღსრულებო წარმოებისა, მე-3 მუხლის პირველი−1-2 მუხლისა. |