Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საზღვაო კოდექსი article 741 1. საქართველოს ნავსადგურში მოქმედ სანავსადგურე ერთეულებს აქვთ თანაბარი უფლებები და წვდომა საერთო შესასვლელ არხზე ან/და შესასვლელი არხის საერთო ნაწილზე. 2. სანავსადგურე ერთეულს არ აქვს უფლება, დააწესოს საზღაური შესასვლელი არხით სარგებლობისთვის ან სხვა სანავსადგურე საფასური ან/და საზღაური სხვა სანავსადგურე ერთეულში შემსვლელი და სხვა სანავსადგურე ერთეულიდან გამსვლელი გემებისთვის. 3. საერთო შესასვლელ არხში ან/და შესასვლელი არხის საერთო ნაწილში საპროექტო სიღრმეების შენარჩუნებისთვის პასუხისმგებლობა სანავსადგურე ერთეულებს ეკისრებათ. 4. საერთო შესასვლელი არხის ან/და შესასვლელი არხის საერთო ნაწილის ფსკერდაღრმავებითი სამუშაოების ჩატარების ხარჯი უნდა განაწილდეს სანავსადგურე ერთეულებს შორის, თითოეულ სანავსადგურე ერთეულში ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ხელშეკრულებით განსაზღვრულ საანგარიშო პერიოდში შესული გემების წყალწყვის ჯამური მაჩვენებლის პროპორციულად. აღნიშნული ხარჯის განაწილებისას არ გაითვალისწინება სამხედრო, სახელმწიფო და სხვა არაკომერციული დანიშნულების გემები, არასატვირთო ოპერაციებისთვის განკუთვნილი გემები, მათ შორის, ნავსადგურის ფლოტი და ფსკერდაღრმავებითი სამუშაოებისთვის განკუთვნილი გემები. |
საზღვაო კოდექსი article 741 5. სანავსადგურე ერთეულები საერთო შესასვლელი არხის ან/და შესასვლელი არხის საერთო ნაწილის დაღრმავებასა და მოვლა-პატრონობას ახორციელებენ მათ შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. აღნიშნული ხელშეკრულება უნდა დაიდოს ამ კოდექსითა და ამ მუხლის მე-8 ნაწილში მითითებული საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით. 6. სააგენტო უფლებამოსილია ჩაატაროს ნავსადგურის შესასვლელი არხის დაღრმავების სამუშაოები და უზრუნველყოს აღნიშნული არხის სიღრმეების შენარჩუნება ამ მუხლის მე-8 ნაწილში მითითებული საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით განსაზღვრულ შემთხვევაში. ასეთ შემთხვევაში ნავსადგურის შესასვლელი არხით სარგებლობის საფასური განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შესაბამისი ნორმატიული აქტით. აღნიშნულ შემთხვევაში სააგენტო არ არის პასუხისმგებელი სანავსადგურე ერთეულების საკუთრებაში ან/და მფლობელობაში არსებულ ინფრასტრუქტურაზე ხარჯის გაწევისთვის. 7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას სააგენტო ახორციელებს დამოუკიდებლად ან მესამე პირის მეშვეობით. ამასთანავე, სააგენტოს არ აქვს უფლება, აღნიშნული უფლებამოსილება გადასცეს სანავსადგურე ერთეულს ან პირს, თუ სანავსადგურე ერთეული და ეს პირი ურთიერთდამოკიდებული პირები არიან. |