Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ცხოველთა სამყაროს შესახებ article 61 ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ლიცენზირების სახელმწიფო სისტემის ორგანიზაციული უზრუნველყოფა. 1. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ლიცენზირების სახელმწიფო სისტემას ორგანიზაციულად უზრუნველყოფს სამინისტრო, რომელთანაც ფუნქციონირებს საუწყებათაშორისო საექსპერტო-სალიცენზიო საბჭო. 2. სამინისტროსთან არსებული საუწყებათაშორისო საექსპერტო-სალიცენზიო საბჭოს ფუნქციაა ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისათვის ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი განცხადებების, პროექტებისა და კანონით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტაციის განხილვა, შეფასება და შესაბამისი დასკვნების გამოტანა, რაც ფორმდება საბჭოს სხდომის ოქმით. 3. საუწყებათაშორისო საექსპერტო-სალიცენზიო საბჭო დაკომპლექტებულია შესაბამისი სამინისტროების, უწყებებისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების წარმომადგენლებით. 4. საუწყებათაშორისო საექსპერტო-სალიცენზიო საბჭოს დასკვნების საფუძველზე ლიცენზიას აფორმებს, სახელმწიფო რეგისტრაციაში ატარებს, გასცემს, ჩამოართმევს და სახელმწიფო რეგისტრაციიდან ხსნის სამინისტრო. 5. საუწყებათაშორისო საექსპერტო-სალიცენზიო საბჭოს რეგლამენტს ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. 6. საუწყებათაშორისო საექსპერტო-სალიცენზიო საბჭოს შემადგენლობას ბრძანებით ამტკიცებს მინისტრი. |
ცხოველთა სამყაროს შესახებ article 61 7. საუწყებათაშორისო საექსპერტო-სალიცენზიო საბჭოს შემადგენლობაში არ შეიძლება შეყვანილნი იყვნენ ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებლე მეწარმე სუბიექტების წარმომადგენლები. |