FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 5

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  249

ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა.
1. დაკავების, პირადი გასინჯვის ან ნივთების გასინჯვის დროს აღმოჩენილ ნივთებსა და დოკუმენტებს, რომლებიც წარმოადგენენ სამართალდარღვევის იარაღს ან უშუალო ობიექტს; ჩამოართმევენ ამ კოდექსის 246-ე და 248-ე მუხლებში აღნიშნული ორგანოების თანამდებობის პირები. ჩამორთმეულ ნივთებსა და დოკუმენტებს სამართალდარღვევის საქმის განხილვამდე ინახავენ იმ ორგანოების (თანამდებობის პირთა) მიერ განსაზღვრულ ადგილას, რომლებსაც ნივთების და დოკუმენტების ჩამორთმევის უფლება აქვთ, ხოლო საქმის განხილვის შემდეგ, განხილვის შედეგების მიხედვით, მათ დადგენილი წესით გაუკეთებენ კონფისკაციას ან დაუბრუნებენ მფლობელს, ანდა გაანადგურებენ, ხოლო სასყიდლით ჩამორთმევის შემთხვევაში რეალიზაციას გაუკეთებენ. ჩამორთმეული ორდენი, მედალი, საქართველოს საპატიო წოდების სამკერდე ნიშანი უნდა დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელს, ხოლო თუ ის უცნობია, გაეგზავნოს შესაბამისად საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს.
11. დაკავების, პირადი გასინჯვის ან ნივთების გასინჯვის დროს ამ კოდექსის 246-ე და 248-ე მუხლებში აღნიშნული ორგანოების თანამდებობის პირების მიერ დაკავებულ პირს პირადი ნივთები ჩამოერთმევა. აღნიშნული პირისთვის ჩამორთმეული პირადი ნივთები ინახება მის გათავისუფლებამდე.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  249

2. ამ კოდექსის 58-2 მუხლით, 86-ე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებით, 86-1 მუხლის მე-5 და მე-7 ნაწილებით და 114-1, 128-2, 155-1, 155-2 და 157-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას ჯარიმის გადახდის უზრუნველსაყოფად შეიძლება სამართალდარღვევის საგნის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა. ჯარიმის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობისას ჩამორთმეული საგნისა და სატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
21. ამ კოდექსის 114-2 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით შეიძლება განხორციელდეს ზომამცირე გემის ჩამორთმევა. ჯარიმისა და საურავის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში გადაუხდელობის შემთხვევაში განხორციელდება ჩამორთმეული ზომამცირე გემის რეალიზაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  249

22. თუ ამ კოდექსის 64-1, 66-ე, 128-2 ან 151-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მერქნიანი მცენარე (ხეტყე, მერქნიანი ხე-მცენარე, მერქნიანი მწვანე ნარგავი) დროებით ჩამორთმეულია ან აღმოჩენილია სახელმწიფო ტყის საზღვრებში, დაცული ტერიტორიის საზღვრებში, სახელმწიფო საკუთრებაში ან მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე (გარდა კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიისა), ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი შესაბამისი ორგანო ვალდებულია ეს მერქნიანი მცენარე დაუყოვნებლივ, გასხვისების მიზნით გადასცეს მერქნიანი მცენარის გასხვისების უფლების მქონე შესაბამის ორგანოს. მერქნიანი მცენარის გასხვისების შედეგად მიღებული თანხა განთავსდება მერქნიანი მცენარის გასხვისების უფლების მქონე შესაბამისი ორგანოს ანგარიშზე. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის შედეგების მიხედვით, მერქნიანი მცენარის გასხვისების შედეგად მიღებული თანხა შესაბამისი დადგენილების გამომტანი ორგანოს (თანამდებობის პირის) გადაწყვეტილებით რჩება მერქნიანი მცენარის გასხვისების უფლების მქონე შესაბამისი ორგანოს ანგარიშზე ან მერქნიანი მცენარის საბაზრო ღირებულების შესაბამისი თანხა ეძლევა მის კანონიერ მესაკუთრეს. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ჩამორთმეული ან აღმოჩენილი მერქნიანი მცენარის გასხვისების წესი განისაზღვრება შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  249

3. ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევის შემთხვევაში შედგება ოქმი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის, ნივთების გასინჯვის ანდა ადმინისტრაციული დაკავების ოქმში გაკეთდება სათანადო ჩანაწერი. ამ მუხლის 1-1 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში შედგება აგრეთვე პირადი ნივთების დაბრუნების ოქმი.
4. თუ ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება, მძღოლს საქმეზე დადგენილების გამოტანამდე ჩამოერთმევა მართვის მოწმობა და მიეცემა სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვა, რაც აღინიშნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმში. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების შესახებ დადგენილების გამოტანის შემთხვევაში მძღოლს დროებით ჩამორთმეული მართვის მოწმობა არ დაუბრუნდება, ხოლო ამ დადგენილების გასაჩივრების (გაპროტესტების) შემთხვევაში მართვის დროებითი ნებართვის მოქმედება გაგრძელდება საჩივარზე (პროტესტზე) გადაწყვეტილების მიღებისათვის დადგენილი ვადით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  249

5. ამ კოდექსის 167-ე, 180-ე, 180-1, 181-ე, 181-3−181-5, 182-ე, 182-1 და 183-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას პოლიციის თანამშრომელს უფლება აქვს, შესაბამისი საქმის განხილვამდე ჩამოართვას პირს იარაღი და საბრძოლო მასალა, რის შესახებაც აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში კეთდება ჩანაწერი და მასში აღინიშნება ჩამორთმეული იარაღის მარკა ან მოდელი, კალიბრი, სერია და ნომერი და საბრძოლო მასალის რაოდენობა და სახეობა. იმ პირის მიმართ, რომელმაც აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ჩაიდინა, იარაღისა და საბრძოლო მასალის ჩამორთმევა, პირადი გასინჯვა და ნივთების გასინჯვა გამოიყენება მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში.