Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ article 6 სხვა სუბიექტების უფლებამოსილებანი, რომლებიც მონაწილეობენ ტერორიზმთან ბრძოლაში. სხვა სუბიექტები, რომლებიც მონაწილეობენ ტერორიზმთან ბრძოლაში, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში: ახორციელებენ ტერორისტული აქტისა და ტერორისტული ხასიათის სხვა დანაშაულის გამოვლენისაკენ, თავიდან აცილებისა და აღკვეთისაკენ მიმართულ ღონისძიებებს, შეიმუშავებენ და ახორციელებენ გამაფრთხილებელ, რეჟიმულ, ორგანიზაციულ და სხვა სახის ღონისძიებებს; უზრუნველყოფენ კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარების პირობებს იმ ობიექტებზე, რომლებიც მათი მმართველობის სფეროს განეკუთვნება; ასეთი ოპერაციის ჩატარებისას შესაბამის დანაყოფს გამოუყოფენ მატერიალურ-ტექნიკურ, ფინანსურ, სატრანსპორტო და კავშირგაბმულობის საშუალებებს, სამედიცინო მოწყობილობებსა და მედიკამენტებს, მიაწვდიან ტერორიზმთან ბრძოლისათვის და დასახული დავალების შესრულებისათვის აუცილებელ ინფორმაციასა და სხვა საშუალებებს. |