FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 8

ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

article  16

ეთიკის წესები და დამოუკიდებლობა.
1. სერტიფიცირებული ბუღალტერი/აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ვალდებულია პროფესიული მომსახურების განხორციელებისას დაიცვას ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) მიერ დადგენილი პროფესიონალი ბუღალტრების ეთიკის კოდექსი (IESBA Code) (შემდგომ – პროფესიული ეთიკის კოდექსი).
2. პროფესიული ეთიკის კოდექსის სამოქმედოდ შემოღებას უზრუნველყოფს სამსახური მისი განახლებიდან 6 თვის ვადაში. სერტიფიცირებულ ბუღალტერს/აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას უფლება აქვს, გამოიყენოს ამ კოდექსის მოქმედი (ინგლისურენოვანი) რედაქცია.
3. აუდიტორი/აუდიტორული ფირმა, აგრეთვე ფიზიკური პირი, რომელმაც შეიძლება პირდაპირი ან არაპირდაპირი გავლენა მოახდინოს აუდიტორული მომსახურების შედეგებზე, იმ სუბიექტისაგან დამოუკიდებელი უნდა იყოს, რომელსაც იგი აუდიტორულ მომსახურებას უწევს. ამასთანავე, იგი არ უნდა მონაწილეობდეს ამ სუბიექტის მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ეს მოთხოვნა მოქმედებს ფინანსური ანგარიშგების საანგარიშგებო პერიოდსა და აუდიტორული მომსახურების განხორციელების პერიოდში.
ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

article  16

4. აუდიტორული ფირმის პარტნიორები/აქციონერები, აგრეთვე აუდიტორული ფირმისა და მასთან დაკავშირებული საწარმოს მმართველობითი ორგანოს და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ისე არ უნდა ჩაერიონ აუდიტორული მომსახურების პროცესში, რომ გარიგების პარტნიორის დამოუკიდებლობასა და ობიექტურობას საფრთხე შეექმნას.
5. აუდიტორული მომსახურების განხორციელებისას აუდიტორმა/აუდიტორულმა ფირმამ უნდა მიიღოს ყველა საჭირო ზომა დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად. აუდიტორმა/აუდიტორულმა ფირმამ წერილობით ან ელექტრონულად უნდა ასახოს ინფორმაცია იმ რისკების შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის მის დამოუკიდებლობას, და მათი შემცირებისათვის გამოყენებული მეთოდების თაობაზე.
6. დაუშვებელია, სუბიექტისათვის  აუდიტორული მომსახურების გარდა, სხვა პროფესიული მომსახურების გაწევა განსაზღვრავდეს ან გავლენას ახდენდეს აუდიტორული მომსახურების ანაზღაურებაზე. აუდიტორული მომსახურების ანაზღაურებას არ უნდა განსაზღვრავდეს რაიმე სახის პირობა ან/და გარემოება.
ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

article  16

7. აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას არ აქვს უფლება, სუბიექტისაგან და მისი თანამშრომლისაგან მიიღოს ან მათ გადასცეს მატერიალური ან/და არამატერიალური საჩუქარი ან/და სარგებელი, რომლის ღირებულება შეიძლება აღქმულ იქნეს იმ ზღვრის გადაჭარბებად, რომელიც დასაშვებია საქმიანობის პრაქტიკისა და კონკრეტული გარიგებისათვის. აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას დამტკიცებული უნდა ჰქონდეს დამკვეთებთან ურთიერთობაში ჩუქების პოლიტიკა, რომელიც შეესაბამება პროფესიული ეთიკის კოდექსს.
8. აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას არ აქვს უფლება, სუბიექტს გაუწიოს აუდიტორული მომსახურება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სუბიექტსა და აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას, მის სისტემაში არსებულ პირებსა და იმ ფიზიკურ პირს შორის, რომელმაც შესაძლოა პირდაპირი ან არაპირდაპირი გავლენა მოახდინოს აუდიტორული მომსახურების შედეგებზე, ფინანსური, პიროვნული, საქმიანი, შრომითი ურთიერთობით ან/და სხვა არსებული ან შესაძლო სამომავლო ურთიერთობით გამოწვეული ინტერესთა შეუთავსებლობის ან მუქარის გამოყენების საშიშროება, რომლის საფუძველზედაც ობიექტურმა, ინფორმირებულმა და გონიერმა მესამე პირმა შეიძლება დაასკვნას, რომ აუდიტორის/აუდიტორული ფირმის დამოუკიდებლობას საფრთხე ექმნება.
ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

article  16

81. აუდიტორს არ აქვს უფლება, შეასრულოს მედიატორის ფუნქცია, თუ იგი იმავე საქმეზე ან ამ საქმესთან არსებითად დაკავშირებულ სხვა საქმეზე აუდიტორულ მომსახურებას უწევს/უწევდა მედიაციის მხარეს.
9. ამ მუხლის მიზნებისათვის ფინანსურ ურთიერთობად ჩაითვლება აუდიტორის/აუდიტორული ფირმისა და ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული პირის მიერ იმ სუბიექტის წილების/აქციების, სხვა ფასიანი ქაღალდებისა და ფინანსური ინსტრუმენტების ფლობა, რომელსაც ის აუდიტორულ მომსახურებას უწევს, ან რომლის ფინანსურ შედეგებზე გავლენის მოხდენა სხვა საშუალებებით შეუძლია, გარდა საინვესტიციო ფონდის შუამავლობით არსებითი არაპირდაპირი ფლობისა. ფინანსურ ურთიერთობად ჩაითვლება ასევე ამ სუბიექტთან დაკავშირებული სხვა სუბიექტის წილების/აქციების, სხვა ფასიანი ქაღალდებისა და ფინანსური ინსტრუმენტების ფლობა, თუკი აღნიშნულმა შეიძლება ინტერესთა შეუთავსებლობა გამოიწვიოს.
10. ბუღალტრული აღრიცხვის საკითხებთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არ შეიძლება იყოს აუდიტორთან/აუდიტორულ ფირმასთან სუბიექტის მიერ სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი. აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას და სუბიექტს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის მიზეზი და საფუძვლები წერილობით უნდა იყოს დასაბუთებული.
ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

article  16

11. აუდიტორს/გარიგების პარტნიორს ეკრძალება, აუდიტორული მომსახურების განხორციელების დამთავრებიდან 1 წლის განმავლობაში, სდპ-ის შემთხვევაში – 2 წლის განმავლობაში გახდეს:
    ა) იმ სუბიექტის მმართველობითი ორგანოს მნიშვნელოვანი წევრი, რომელსაც აუდიტორული მომსახურება გაეწია;
    ბ) იმ სუბიექტის აუდიტის კომიტეტის წევრი ან მსგავსი ფუნქციების მქონე ორგანოს წევრი, რომელსაც აუდიტორული მომსახურება გაეწია;
    გ) იმ სუბიექტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, რომელსაც აუდიტორული მომსახურება გაეწია.
12. ამ მუხლის მე-11 პუნქტის მოთხოვნები ვრცელდება აუდიტორის/აუდიტორული ფირმის დასაქმებულზე, აუდიტორული ფირმის პარტნიორზე/აქციონერზე და იმ ფიზიკურ პირზე, რომლის საქმიანობაც ექვემდებარება აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მართვას/კონტროლს, თუკი ისინი არიან აუდიტორები, მათ მიერ აუდიტორის ფუნქციების განხორციელების დამთავრებიდან 1 წლის განმავლობაში.
ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

article  16

13.  საანგარიშგებო პერიოდში სუბიექტის სხვა სუბიექტთან შერწყმის (გაერთიანების, მიერთების) შემთხვევაში აუდიტორმა/აუდიტორულმა ფირმამ უნდა შეაფასოს შერწყმის (გაერთიანების, მიერთების) შედეგად წარმოქმნილ სუბიექტთან დაკავშირებული ინტერესები და ურთიერთობები, რომლებმაც აუდიტორის/აუდიტორული ფირმის დამოუკიდებლობას შეიძლება საფრთხე შეუქმნას. აუდიტორმა/აუდიტორულმა ფირმამ დაუყოვნებლივ, მაგრამ აღნიშნული შედეგის დადგომიდან არაუგვიანეს 3 თვისა, უნდა მიიღოს ყველა საჭირო ზომა ინტერესთა შეუთავსებლობის აღმოფხვრისათვის ან იმ ურთიერთობების შეწყვეტისათვის, რომლებიც საფრთხეს უქმნის მის დამოუკიდებლობას.
14. აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ვალდებულია აუდიტორული მომსახურების განხორციელების დაწყებამდე ან გაგრძელებამდე შეამოწმოს და წერილობით ან ელექტრონულად ასახოს და დაადასტუროს ინფორმაცია:
    ა) მის მიერ დამოუკიდებლობის მოთხოვნების შესრულების შესახებ;
    ბ) იმ რისკების შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის მის დამოუკიდებლობას, და მათი შემცირებისათვის მიღებული ზომების თაობაზე;
    გ) კვალიფიციური დასაქმებულების, დროისა და რესურსების არსებობის შესახებ, რომლებიც საჭიროა სათანადო ხარისხის აუდიტორული მომსახურების განსახორციელებლად;
    დ) გარიგების პარტნიორის რეესტრში რეგისტრაციის შესახებ – აუდიტორული ფირმის შემთხვევაში.
ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

article  16

15. სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის გარიგება შეიძლება დაიდოს არანაკლებ 2 წლით და არაუმეტეს 10 წლით. სდპ-ის პარტნიორთა/აქციონერთა კრების გადაწყვეტილებით ჩატარებულ საჯარო ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში 10-წლიანი ვადა შესაძლებელია დამატებით 10 წლით გაგრძელდეს. კანონით დადგენილი ვადების გასვლის შემდეგ აუდიტორულ ფირმასთან ხელახალი გარიგება შეიძლება დაიდოს არანაკლებ 4-წლიანი ვადის გასვლის შემდეგ. ამ წესის დარღვევის შემთხვევაში აუდიტის ჩატარების მოთხოვნა შეუსრულებლად ჩაითვლება. აუდიტორულმა ფირმამ უნდა უზრუნველყოს გარიგების პარტნიორისა და სხვა საკვანძო პერსონალის შიდა როტაცია არანაკლებ 7 წელიწადში ერთხელ, თითოეული სდპ-ის მიმართ, რომელსაც ის ემსახურება.
ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

article  16

16. ამ მუხლის მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას სამსახური დააკისრებს პასუხისმგებლობას ამ კანონით დადგენილი წესით. აუდიტის ჩატარებისას ამ მუხლის მე-8, მე-11, მე-12 და მე-15 პუნქტების მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში სუბიექტი შესაბამისი საანგარიშგებო პერიოდისთვის განმეორებითი აუდიტის ჩატარებას უზრუნველყოფს, ხოლო სუბიექტისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადები, გარდა ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, დაცულად ითვლება. განმეორებითი აუდიტის ჩატარების ვადებს განსაზღვრავს სამსახური.