FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 15

ენერგოეფექტურობის შესახებ

article  3

ტერმინთა განმარტება. ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
    ა) არსებითი განახლება − დანადგარის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელთა ღირებულება აღემატება ახალი, მსგავსი დანადგარის მოწყობისთვის საჭირო საინვესტიციო თანხის 50%-ს;
    ბ) აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემა − ელექტრონული სისტემა, რომელსაც შეუძლია ენერგიის მოხმარების გაზომვა, მრიცხველით აღრიცხულ სტანდარტულ ინფორმაციაზე მეტი ინფორმაციის მიწოდება და მონაცემების ელექტრონული კომუნიკაციით გაცვლა;
    გ) გადამცემი სისტემის ოპერატორი − ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორი;
    დ) გაზომვისა და დადასტურების პლატფორმა (შემდგომ − პლატფორმა) − ელექტრონული პლატფორმა, რომელიც გამოიყენება ენერგოდანაზოგის სხვადასხვა პარამეტრის, მათ შორის, ენერგიის მოხმარების, დადასტურებისთვის;
    ე) გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი − ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატი;
    ვ) განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგია − ენერგია, რომელიც მიიღება განახლებადი წყაროებიდან, კერძოდ: ქარის, მზის, აეროთერმული, გეოთერმული, ჰიდროთერმული, ოკეანის ენერგია, ჰიდროენერგია, ბიომასა, ნაგავსაყრელებზე ორგანული მასალის დაშლით მიღებული გაზი, წყალარინების გამწმენდ ნაგებობებში წარმოქმნილი გაზი და ბიოგაზი;
ენერგოეფექტურობის შესახებ

article  3

რ) ენერგოდანაზოგის ფინანსური ღირებულება − მიღწეული და დადასტურებული ენერგოდანაზოგის ფიზიკური მაჩვენებლების (გამოხატულია კვტ.სთ-ით ან ჯოულით) ფულადი ღირებულება, რომელიც შეთანხმებულია ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულებით;
    ს) ენერგოეფექტური სახელმწიფო შესყიდვა − საჯარო დაწესებულების მიერ მაღალი ენერგოეფექტურობის მქონე პროდუქტის, მომსახურებისა და შენობის შესყიდვა, ხარჯეფექტურობის, ეკონომიკური მიზანშეწონილობის, მდგრადობის ფართო დიაპაზონის, ტექნიკური შესაბამისობისა და სათანადო კონკურენციის გათვალისწინებით;
ენერგოეფექტურობის შესახებ

article  3

ტ) ენერგოეფექტურობა − შესრულებული სამუშაოს, მომსახურების, პროდუქტის ან/და ენერგიის მოხმარებულ ენერგიასთან თანაფარდობა;
    უ) ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებები − ღონისძიებები, რომლებითაც მიიღწევა იგივე შედეგი უფრო მცირე მოცულობის ენერგიის მოხმარებით ან უკეთესი შედეგი იმავე მოცულობის ენერგიის მოხმარებით;
    ფ) ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება − ენერგოეფექტურობის გაზრდა ტექნოლოგიური, ქცევითი ან/და ეკონომიკური ცვლილებების შედეგად;
    ქ) ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმა − საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული სამოქმედო გეგმა, რომელიც მომზადებულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, განსაზღვრავს ენერგიის დაზოგვის ღონისძიებებს და ითვალისწინებს ენერგომომხმარებელ სექტორებში ენერგიის დაზოგვის მიზნით ენერგოეფექტურობის ღონისძიებების განხორციელებას;
ენერგოეფექტურობის შესახებ

article  3

ჩ) ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულება – ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიების მიმღებსა და მიმწოდებელს შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის გადამოწმება და მონიტორინგი ხელშეკრულების მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში მიმდინარეობს და რომლის შედეგად სამუშაოში, მომსახურებაში ან საქონელში განხორციელებული ინვესტიციის ამოგება ხდება ხელშეკრულებით შეთანხმებულ დონემდე გაუმჯობესების შესაბამისად ან/და ენერგეტიკული მახასიათებლების სხვა შეთანხმებული კრიტერიუმების, მათ შორის, ფინანსური დანაზოგების, დაკმაყოფილების მიხედვით;
    ც) ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების ინვესტორი − მხარე, რომელიც იღებს ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების რისკებისა და სარგებლის უმეტესობას;
    ძ) ენერგომენეჯმენტის განმახორციელებელი პირი − ენერგომენეჯერთა სერტიფიცირების პროგრამის შესაბამისად სერტიფიცირებული ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელსაც ასევე ჰყავს ენერგომენეჯერთა სერტიფიცირების პროგრამის შესაბამისად სერტიფიცირებული პირი;
    წ) ენერგომენეჯმენტის სისტემა − მენეჯმენტის გეგმის ურთიერთდაკავშირებული ან ურთიერთმოქმედი ელემენტების რიგი, რომლებიც განსაზღვრავს ენერგოეფექტურობის სამიზნე მაჩვენებელს და ამ მაჩვენებლის მიღწევის სტრატეგიას;
ენერგოეფექტურობის შესახებ

article  3

ჭ) ენერგომომსახურება − ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე სხვადასხვა მომსახურებით, მათ შორის, ექსპლუატაციით, საექსპლუატაციო მომსახურებითა და პროცესის მართვით ან/და ენერგიისა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების კომბინაციით, მიღებული მატერიალური სარგებელი, რომელიც ნორმალურ პირობებში განაპირობებს ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების ან პირველადი ენერგიის დაზოგვის გადამოწმებად ან გაზომვად შედეგს;
    ხ) ენერგომომსახურების მიმღები − ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის მფლობელობაში ან სარგებლობაშია ენერგომომსახურების მიმღები საშუალება ან ნაგებობა;
    ჯ) ენერგომომსახურების მიმწოდებელი − საბოლოო მომხმარებლისთვის ან ენერგომომსახურების მიმღების საკუთრებაში, მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებული ობიექტისთვის ენერგომომსახურების ან ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი სხვა ღონისძიებების მიმწოდებელი ფიზიკური ან იურიდიული პირი;
ენერგოეფექტურობის შესახებ

article  3

ჰ) ენერგომომსახურების მიწოდება − ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე საბოლოო მომხმარებლის დანადგარზე ან შენობაში/ნაგებობაში ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების განხორციელება, რისთვისაც ენერგომომსახურების მიმწოდებელი იღებს ანაზღაურებას საბოლოო მომხმარებლის მიერ ენერგომომსახურების მიმწოდებლის მიერ ინვესტიციის განხორციელებით მიღწეული ენერგოდანაზოგისთვის; ჰ-1) ეფექტური ცენტრალური გათბობა და გაგრილება − ცენტრალური გათბობისა და გაგრილების სისტემები, რომლებიც მოიხმარს სულ მცირე 50% განახლებადი წყაროებიდან მიღებულ ენერგიას ან 50% ნარჩენ (რეკუპირებულ) თბურ ენერგიას ან 75% კოგენერაციით მიღებულ სითბოს ან/და 50% ზემოაღნიშნული ენერგიისა და სითბოს კომბინაციას; ჰ-2) თითქმის ნულოვანი ენერგომოხმარების შენობა − გამოიყენება „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მნიშვნელობით; ჰ-3) ინდივიდუალური ღონისძიება − ღონისძიება, რომელიც განხორციელებულია ენერგოეფექტურობის პოლიტიკის შესაბამისად და იწვევს ენერგოეფექტურობის გაზომვად და დადასტურებად ან/და შეფასებად გაუმჯობესებას;
ენერგოეფექტურობის შესახებ

article  3

ჰ-4) ინვესტიცია არამატერიალურ აქტივებში − საკონსულტაციო მომსახურებაში, სარგებლობაში, მართვაში, შესყიდვაში ან/და სხვა საქმიანობაში განხორციელებული ინვესტიცია, რომელიც ენერგომომსახურების მიმღებისთვის მისი შენობების/ნაგებობების და საშუალებების ექსპლუატაციის პირობების ცვლილებით ან ენერგომენეჯმენტის გაუმჯობესებით განაპირობებს დადასტურებად ენერგოდანაზოგებს ან/და ენერგიასთან დაკავშირებულ ფინანსურ დანაზოგებს; ჰ-5) ინვესტიცია განუცალკევებელ მატერიალურ აქტივებში − ენერგომომსახურების მიმწოდებლის მიერ ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელებული ინვესტიცია შემდეგ აქტივებში: შენობის გარსი, შენობის საექსპლუატაციო მომსახურებისთვის საჭირო აქტივები, მათ შორის, ისეთი აქტივი, რომელიც განკუთვნილია საბოლოო მომხმარებლის კონკრეტული მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად და რომელიც საბოლოო მომხმარებლის შენობასთან/ნაგებობასთან ისეა დაკავშირებული, რომ იგი ვერ განცალკევდება ან მისი განცალკევება გამოიწვევს არსებით დანახარჯს ან შეამცირებს ამ აქტივის ღირებულებას;
ენერგოეფექტურობის შესახებ

article  3

ჰ-6) ინვესტიცია განცალკევებად მატერიალურ აქტივებში − ენერგომომსახურების მიმწოდებლის მიერ განხორციელებული ინვესტიცია მის საკუთრებაში არსებულ, მის მიერ შენარჩუნებულ და გამოყენებად აქტივებში, რომლებიც გამოიყენება ენერგიაზე საბოლოო მომხმარებლის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად; ჰ-7) კოგენერაცია − თბური ენერგიისა და ელექტროენერგიის ან მექანიკური ენერგიის ერთდროული გამომუშავების (წარმოების) პროცესი; ჰ-8) კომისია − საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია; ჰ-9) მნიშვნელოვანი რეკონსტრუქცია − გამოიყენება „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მნიშვნელობით; ჰ-0) მონაწილე მხარე − საწარმო ან საჯარო დაწესებულება, რომელმაც ნებაყოფლობითი შეთანხმებით აიღო კონკრეტული მიზნების მიღწევის ვალდებულება ან რომელიც შედის ამ კანონის ან მის საფუძველზე მიღებული დოკუმენტის რეგულირების სფეროში; ჰ-1) ნებაყოფლობითი შეთანხმება − ადმინისტრაციულ ორგანოსა და ერთ ან რამდენიმე კერძო პირს (საწარმოს) შორის დადებული ხელშეკრულება, რომლის მიზანია, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების გარდა, ზენორმატიული გარემოსდაცვითი ამოცანების შესრულება ან გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესება;
ენერგოეფექტურობის შესახებ

article  3

ზ) გარემოსდაცვითი მართვის სისტემა − საწარმოს გარემოსდაცვითი ღონისძიებების ურთიერთდაკავშირებული და ურთიერთმოქმედი ელემენტების რიგი, რომლებიც განსაზღვრავს ეკოლოგიურ ამოცანებს და ამ ამოცანების შესრულების სტრატეგიას;
    თ) ეკონომიკურად გამართლებული მოთხოვნა − ენერგიის რაოდენობა, რომელიც არ აღემატება გათბობისა და გაგრილებისთვის საჭირო ენერგიის რაოდენობას და რომლის დაკმაყოფილება, კოგენერაციის გარდა, შესაძლებელია სხვაგვარად, საბაზრო პირობებში გენერირებული ენერგიით;
    ი) ენერგეტიკული გაერთიანება − საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის მიზანია, მის წევრ ქვეყნებს დაეხმაროს ევროკავშირთან ინტეგრირებული პანევროპული (ევროპული ღირებულებების მქონე) ენერგეტიკული ბაზრის ჩამოყალიბებაში;
    კ) ენერგია − ყველა სახის ენერგია, მათ შორის, საწვავის, თბური, განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგია, ელექტროენერგია ან ნებისმიერი სხვა ფორმის ენერგია;
    ლ) ენერგიის გამანაწილებელი − ფიზიკური ან იურიდიული პირი (გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ჩათვლით), რომელიც პასუხისმგებელია ენერგიის ტრანსპორტირებისთვის ან განაწილების სადგურებში ტრანსპორტირებისთვის მისი საბოლოო მომხმარებლისთვის მიწოდების მიზნით;
ენერგოეფექტურობის შესახებ

article  3

მ) ენერგიის დაზოგვის ეროვნული სამიზნე მაჩვენებელი − პირველადი ენერგიის მოხმარების ან ენერგიის საბოლოო მოხმარების შემცირების მაჩვენებელი, რომელიც განსაზღვრულია ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმით ან ენერგოეფექტურობის ყოველწლიური სამოქმედო გეგმით;