Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ article 14 გარდამავალი დებულებები. 1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე საგადასახადო ომბუდსმენი, საგადასახადო ომბუდსმენის მოადგილე და საგადასახადო ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლები ინიშნებიან ბიზნესომბუდსმენის, ბიზნესომბუდსმენის მოადგილის და აპარატის შესაბამის თანამდებობებზე. 2. საგადასახადო ომბუდსმენის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ბიზნესომბუდსმენის მიერ მათ შეცვლამდე ან გაუქმებამდე. 3. საგადასახადო ომბუდსმენის თანამდებობის დასახელების შეცვლა არ იწვევს საგადასახადო ომბუდსმენის/საგადასახადო ომბუდსმენის აპარატის წარმოებაში არსებული საქმეების განხილვის შეჩერებას ან შეწყვეტას. 4. აპარატის დამოუკიდებელ მხარჯავ დაწესებულებად განსაზღვრამდე ბიზნესომბუდსმენის საქმიანობა ფინანსდება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში. ამ შემთხვევაში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს ბიზნესომბუდსმენის საქმიანობისათვის საჭირო ხარჯების სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის მოსამზადებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენილ საბიუჯეტო განაცხადში გათვალისწინებას. |
საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ article 14 5. სახელმწიფოს მიერ ბიზნესომბუდსმენისთვის შესაბამისი ქონების გადაცემამდე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ბიზნესომბუდსმენს და აპარატს უზრუნველყოფს მათი უფლებამოსილებების განსახორციელებლად საჭირო ფართობითა და ინვენტარით. |