FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  2

კანონის ამოცანები. ამ კანონის ამოცანებია:
    ა) სამართლებრივი საფუძვლის შექმნა მომხმარებლისთვის დადგენილი ხარისხის სტანდარტების შესაბამისად, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის უწყვეტი მიწოდებისა და სასმელი წყლით საიმედო მომარაგების უზრუნველსაყოფად;
    ბ) ელექტროენერგეტიკული, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სისტემების უსაფრთხო, საიმედო და ეფექტიანი ოპერირებისა და დაკავშირებული მომსახურების გაწევის უზრუნველყოფა სისტემებით მოსარგებლე ყველა პირისთვის;
    გ) რეგულირებული საწარმოების უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრა ამ კანონით დადგენილი პირობების შესაბამისად და კომისიის უფლება-მოვალეობების დადგენა, აგრეთვე რეგულირებული საწარმოების ერთმანეთთან, კომისიასთან და სხვა სახელმწიფო უწყებებთან ორმხრივი ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩოს შექმნა;
    დ) ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც ხელს შეუწყობს კონკურენტუნარიანობის, გამჭვირვალობისა და არადისკრიმინაციულობის პრინციპებზე დაყრდნობით ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის ბაზრების სრულად გახსნას ელექტროენერგიითა და ბუნებრივი გაზით თავისუფლად ვაჭრობის მიზნით;
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  2

ე) ერთიანი წესების დადგენა საქართველოს ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის ბაზრების ორგანიზებისა და ფუნქციონირებისთვის, მათი შემდგომი განვითარების ჩათვლით, მომავალში ენერგეტიკული გაერთიანების ქვეყნებთან ურთიერთდაკავშირების შემთხვევაში, ევროპის მასშტაბით ინტეგრაციის გათვალისწინებით;
    ვ) ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორებში საჯარო მომსახურების ვალდებულებების განხორციელების პირობების განსაზღვრა და საბოლოო მომხმარებლების ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა;
    ზ) გადამცემი სისტემის ოპერატორებისა და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების განცალკევების რეგულირება და მონიტორინგი, მათი სხვა ენერგეტიკული საქმიანობისგან და მათთან დაკავშირებული კომერციული ინტერესებისგან დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა ამ კანონით დადგენილი წესით;
    თ) ელექტროენერგეტიკულ და ბუნებრივი გაზის სისტემებში, მათ შორის, მეზობელ სისტემებთან ურთიერთდამაკავშირებლებში, მიწოდების უსაფრთხოების გაზრდის საშუალებებში, აგრეთვე წყალმომარაგების სისტემებში ინვესტიციების განსახორციელებლად სათანადო პირობების შექმნა;
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  2

ი) სამართლებრივი საფუძვლის შექმნა სისტემისა და ბაზრის ოპერატორების, კომისიისა და სხვა სახელმწიფო უწყებების რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობისა და კომპეტენტურ ეროვნულ ორგანოებს, სახელმწიფო ინსტიტუტებსა და სხვა საჯარო დაწესებულებებს შორის ორმხრივი თანამშრომლობისთვის.