Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 77 გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის წლიური ანგარიში. 1. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ვალდებულია ყოველწლიურად გამოაქვეყნოს თავის მიერ წინა კალენდარულ წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში კომისიის მიერ დადგენილი ფორმითა და დადგენილ ვადაში. 2. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი წლიურ ანგარიშს კომისიის მიერ მისი დამტკიცების შემდეგ წარუდგენს სამინისტროს, რომელიც ამ ანგარიშის გათვალისწინებით ამზადებს ქვეყანაში მიწოდების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობისა და ელექტროენერგიასა და ბუნებრივ გაზზე საპროგნოზო მოთხოვნის შესახებ წლიურ ანგარიშს. 3. კომისია უფლებამოსილია გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის წლიური ანგარიშის საფუძველზე გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს ან/და შესაბამის შემთხვევაში სხვა ენერგეტიკულ საწარმოს მოსთხოვოს კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს: ა) გამჭვირვალობა, ობიექტურობა და არადისკრიმინაციულობა; ბ) გამანაწილებელი სისტემის სათანადოდ ოპერირება და მართვა; გ) გამანაწილებელ ქსელში დანაკარგების შემცირება; დ) გამანაწილებელ ქსელში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება; ე) ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების გაუმჯობესება. |