Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
პროკურატურის შესახებ article 16 გენერალური პროკურორის თანამდებობაზე გამწესების კრიტერიუმები და წესი. 1. გენერალურ პროკურორად შეიძლება არჩეულ იქნეს ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელიც ზნეობისა და პროფესიული თვისებების გამო სარგებლობს მაღალი ავტორიტეტით და რომელსაც აქვს სისხლის სამართლის საქმეების განმხილველ მოსამართლედ ან პროკურორად ან სისხლის სამართლის საქმეებზე ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება ან აქვს იურისტის პროფესიით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება და იმავდროულად არის სისხლის სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტი უმაღლესი აკადემიური წრეებიდან ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციიდან. 2. გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადაა 6 წელი. ერთი და იგივე პირი გენერალურ პროკურორად არ შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ ორჯერ. 3. გენერალურ პროკურორს თანამდებობაზე ირჩევს საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით. |
პროკურატურის შესახებ article 16 4. გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 6 თვისა, ხოლო მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – დაუყოვნებლივ გენერალური პროკურორობის კანდიდატის საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენად საპროკურორო საბჭო იწყებს კანდიდატის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის პროცესს, რომელიც სრულდება 1 კვირის ვადაში. გენერალური პროკურორობის კანდიდატის დასახელების უფლება აქვს საპროკურორო საბჭოს თითოეულ წევრს. საპროკურორო საბჭოს წევრს უფლება აქვს, დაასახელოს გენერალური პროკურორობის მხოლოდ 1 კანდიდატი. 5. გენერალური პროკურორობის კანდიდატს კენჭი საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ეყრება. კენჭისყრა ღიაა. გენერალური პროკურორობის კანდიდატი საპროკურორო საბჭოს მიერ მხარდაჭერილად ჩაითვლება, თუ მას ხმას მისცემს საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა. თუ გენერალური პროკურორობის კანდიდატის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის პროცესში 1 კანდიდატი მონაწილეობდა და მან ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, წარდგენის პროცესი ხელახლა იწყება. თუ წარდგენის პროცესში 2 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც მეტი ხმა მიიღო, კენჭი ხელახლა ეყრება. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, წარდგენის პროცესი ხელახლა იწყება. თუ წარდგენის პროცესში 2-ზე მეტი კანდიდატი მონაწილეობდა და ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება მეორე ტური იმ 2 კანდიდატს შორის, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. თუ ამჯერადაც ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა, საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის კანდიდატის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის პროცესს 1 კვირის ვადაში, ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით ხელახლა იწყებს. თუ 2-მა ან 2-ზე მეტმა კანდიდატმა ხმების თანაბარი, საჭირო რაოდენობა მიიღო, გადამწყვეტია საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის ხმა. 6. საპროკურორო საბჭო მის მიერ მხარდაჭერილ გენერალური პროკურორობის კანდიდატს შესაბამისი დასაბუთებით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. თუ საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილმა გენერალური პროკურორობის კანდიდატმა ვერ მიიღო საქართველოს პარლამენტის წევრთა ხმების საჭირო რაოდენობა, საპროკურორო საბჭო კანდიდატის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის პროცესს ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით დადგენილი წესით ხელახლა იწყებს. |