FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

article  36

კომპეტენტური უწყება (უწყებები).
1. კომპეტენტური უწყება იქმნება სამინისტროს სისტემაში. კომპეტენტური უწყება საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ეროვნულ დონეზე, ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს კოორდინირებულ, უწყვეტ და ლოჯისტიკურ მართვას ორგანოების, ქსოვილებისა და უჯრედების დონაციის, მოპოვების, განაწილების, ტრანსპორტირების, გადანერგვის, გამოყენების და მათზე ორგანიზებული მეთვალყურეობის (ზედამხედველობის) მიზნით და პასუხისმგებელია ამ კანონისა და სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვისთვის.
2. კომპეტენტური უწყების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, უფლებამოსილებები, ამოცანები და ფუნქციები განისაზღვრება ამ კანონითა და სათანადო სამართლებრივი აქტით − საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
3. კომპეტენტური უწყება უფლებამოსილია:
    ა) შექმნას გადანერგვის საინფორმაციო ცენტრი, რომელიც ინტეგრირებული იქნება ჯანმრთელობის დაცვის ერთიან საინფორმაციო სისტემაში;
    ბ) შექმნას დონორთა ეროვნული რეესტრი, ცოცხალი დონორების რეესტრი და რეციპიენტთა რეესტრი და უზრუნველყოს მათი ფუნქციონირება;
ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

article  36

გ) კოორდინაცია გაუწიოს ორგანოს დონაციისა და რეციპიენტზე ზრუნვის პროცესებში ჩართული ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის განათლებასა და სწავლებას ამ კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად, აგრეთვე ამ პერსონალისა და საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებას ორგანოების დონაციის საჭიროებისა და რეციპიენტისთვის მისი სარგებლიანობის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად;
    დ) კოორდინაცია გაუწიოს გარდაცვლილი პირის ორგანოს დონაციის პროცესის სამედიცინო დაწესებულებებში სიცოცხლის ბოლო ეტაპის ზრუნვის/მართვის ღონისძიებებთან ინტეგრირებას ამ კანონის შესაბამისად;
    ე) მოამზადოს რეკომენდაციები გადანერგვის სახელმწიფო პროგრამის დაფინანსების მოდელთან დაკავშირებით;
    ვ) შეიმუშაოს და დანერგოს ორგანოების ხარისხისა და უსაფრთხოების მექანიზმი ორგანოს მოპოვებიდან გადანერგვამდე ან განკარგვამდე პროცესის ყველა ეტაპზე, ამ კანონისა და სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად;
    ზ) შექმნას და მართოს გარდაცვლილი დონორისა და ცოცხალი დონორის ორგანოების დონაციისა და გადანერგვის განხორციელებისა და შედეგების მონიტორინგის სისტემა;
    თ) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს ორგანოების საერთაშორისო გაცვლის პროცესი;
ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

article  36

ი) ზედამხედველობა გაუწიოს ორგანოების გადანერგვის სახელმწიფო მომსახურებას, კერძოდ, განაწილებასა და ორგანოების საერთაშორისო გაცვლას (საჭიროების შემთხვევაში);
    კ) შესაბამის დარგობრივ ასოციაციებთან თანამშრომლობით უზრუნველყოს ოპერაციული პროტოკოლების დამტკიცების პროცესის კოორდინაცია;
    ლ) ზედამხედველობა გაუწიოს ამ კანონისა და მის საფუძველზე მიღებული/გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულებას;
    მ) განახორციელოს ამ კანონითა და მის საფუძველზე მიღებული/გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.
4. ორგანოების გადანერგვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებისა და სათანადო წესების შესრულების კონტროლის მიზნით შესაბამისი კომპეტენტური უწყება ახორციელებს შემდეგ უფლებამოსილებებს:
    ა) უზრუნველყოფს კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის/ნებართვის გაცემას, მისი მოქმედების შეჩერებას და მის გაუქმებას;
    ბ) ქმნის კონტროლისა და ინსპექტირების სისტემას და უზრუნველყოფს მის ფუნქციონირებას;
    გ) ქმნის ლიცენზირებული გადანერგვის ცენტრების რეესტრს და უზრუნველყოფს მის ფუნქციონირებას.