FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

საერთაშორისო დაცვის შესახებ

article  7

თავშესაფრის მაძიებლის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება.
1. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება ყალბი ოფიციალური კომპიუტერული მონაცემის შექმნის (გარდა გასაღებასთან დაკავშირებული ქმედებისა), ან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის დარღვევით შესვლის, ან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, ან ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადების, შეძენის ან გამოყენების მიზნით შენახვის ან გამოყენების (გარდა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის გასაღებასთან დაკავშირებული ქმედებისა) შემთხვევაში, თუკი იგი საქართველოში უშუალოდ იმ ტერიტორიიდან შემოვიდა, სადაც მას ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით, მე-19 მუხლის პირველი პუნქტით, 38-ე მუხლის მე-3 პუნქტით ან 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფრთხე ემუქრებოდა, და მან ამ კანონის შესაბამისად მოითხოვა საერთაშორისო დაცვა, თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები.
საერთაშორისო დაცვის შესახებ

article  7

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება, თუ იგი დაუყოვნებლივ, პირველი შესაძლებლობისთანავე გამოცხადდა სახელმწიფო ორგანოში და წარადგინა სათანადო განმარტება შესაბამისი ქმედების ჩადენის მიზეზთან დაკავშირებით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება აგრეთვე უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელმაც ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლად ყოფნის გამო, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის სტატუსის მოპოვებამდე ჩაიდინა.
4. თუ საერთაშორისო დაცვის შესახებ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით განისაზღვრება, რომ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი საერთაშორისო დაცვას არ საჭიროებს, მასზე არ გავრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება.
საერთაშორისო დაცვის შესახებ

article  7

5. საგამოძიებო ორგანოს იმ უფლებამოსილი პირებისთვის, რომლებიც უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედების (დანაშაულის) შესაძლო ჩადენას იძიებენ, თავშესაფრის პროცედურის დასრულების თაობაზე ინფორმაციის მისაღებად ხელმისაწვდომია სამინისტროს შესაბამისი მონაცემთა ბაზა.