FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

საინვესტიციო ფონდების შესახებ

article  72

საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაცია.
1. საზედამხედველო ორგანოს მიერ საინვესტიციო ფონდისთვის ავტორიზაციის ან რეგისტრაციის გაუქმება საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაციის საფუძველია, გარდა ამ კანონის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა. ქოლგისებრი ფონდის ქვეფონდის ლიკვიდაციის საფუძველია აგრეთვე ამ ქვეფონდის საქმიანობის ვადის ამოწურვა, თუ, სადამფუძნებლო დოკუმენტის თანახმად, ქვეფონდის საქმიანობის ვადა ქოლგისებრი ფონდის საქმიანობის ვადაზე ნაკლებია.
2. ამ კანონის მე-80 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე საინვესტიციო ფონდისთვის ავტორიზაციის ან რეგისტრაციის გაუქმებისას საინვესტიციო ფონდის ლიკვიდატორია აქტივების მმართველი კომპანია ან საინვესტიციო კომპანიის მიერ დანიშნული პირი იმ საინვესტიციო კომპანიისთვის, რომელსაც არ დაუნიშნავს აქტივების მმართველი კომპანია, გარდა ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით დადგენილი შემთხვევებისა.
3. საინვესტიციო ფონდისთვის ამ კანონის მე-80 მუხლის „გ“−„ლ“ ქვეპუნქტების საფუძველზე ავტორიზაციის ან რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში საინვესტიციო ფონდის ლიკვიდატორს ნიშნავს საზედამხედველო ორგანო.
საინვესტიციო ფონდების შესახებ

article  72

4. თუ აქტივების მმართველი კომპანია ან საინვესტიციო კომპანია ამ კანონის 73-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად საზედამხედველო ორგანოს არ წარუდგენს ლიკვიდაციის გეგმას ან საზედამხედველო ორგანო უარს იტყვის მის დამტკიცებაზე, საინვესტიციო ფონდის ლიკვიდატორს დანიშნავს საზედამხედველო ორგანო.
5. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია თავად დანიშნოს საინვესტიციო ფონდის ლიკვიდატორი, თუ ლიკვიდაციის პროცესში დაირღვა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები ან/და საზედამხედველო ორგანოს მიერ დამტკიცებული ლიკვიდაციის გეგმის პირობები.
6. საზედამხედველო ორგანოს მიერ ლიკვიდატორის დანიშვნის შემთხვევაში საინვესტიციო ფონდთან მიმართებით აქტივების მმართველი კომპანიისა და საინვესტიციო ფონდის ყველა ორგანოს სრული უფლებამოსილება გადაეცემა ლიკვიდატორს. ლიკვიდატორი ანგარიშვალდებულია საზედამხედველო ორგანოს წინაშე.
7. ამ თავის შესაბამისად ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისთანავე წყდება საინვესტიციო ფონდის ან მისი ქვეფონდის მიმართ მიმდინარე აღსრულების ყველა ღონისძიება.
საინვესტიციო ფონდების შესახებ

article  72

8. საინვესტიციო ფონდზე არ ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ და „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული გადახდისუუნარობისა და ლიკვიდაციის პროცედურები. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია ამ კანონის შესაბამისად სამართლებრივი აქტით დაადგინოს საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაციის მარეგულირებელი წესები.
9. ლიკვიდაციის დასრულებამდე ლიკვიდაციის პროცესში მყოფ საინვესტიციო ფონდზე ვრცელდება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნები.
10. საინვესტიციო კომპანიის ლიკვიდაციის დაწყების შესახებ გადაწყვეტილებას საზედამხედველო ორგანო სარეგისტრაციოდ იმავე დღეს წარუდგენს მარეგისტრირებელ ორგანოს.
11. ამ თავით გათვალისწინებული საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაციის მარეგულირებელი წესები, შესაბამისი თავისებურებების გათვალისწინებით, აგრეთვე ვრცელდება ქოლგისებრი ფონდის ქვეფონდის ლიკვიდაციაზე.