Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ article 110 სპეციალური რეჟიმის სტატუსის მქონე მოვალის ქონების რეალიზაცია. 1. სპეციალური რეჟიმის სტატუსის მქონე მოვალის ქონების რეალიზაცია ხორციელდება ერთიანი კომპლექსის სახით ან სხვა ფორმით, რომელიც მისი საქმიანობის უწყვეტობის შენარჩუნებას ხელს არ უშლის. 2. სპეციალური რეჟიმის სტატუსის მქონე მოვალის ქონების რეალიზაციის შემთხვევაში მისი შემძენის საქმიანობის პროფილის შეცვლა დაუშვებელია. ამ ქონების შემძენი იღებს ვალდებულებას, გააგრძელოს ის საქმიანობა, რომელსაც გაკოტრებული მოვალე ახორციელებდა. 3. გაკოტრების მმართველს უფლება აქვს, სპეციალური რეჟიმის სტატუსის მქონე მოვალის ქონების რეალიზაციისას დაადგინოს სხვა პირობები, რომელთა მიზანია მოვალის საქმიანობის პროფილის შენარჩუნების უზრუნველყოფა. ამის შესახებ უნდა მიეთითოს აღნიშნული ქონების რეალიზაციამდე, მისი პოტენციური შემძენისთვის სრული ინფორმაციის მიწოდების მიზნით. |