Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ article 12 უფლებამოსილი ორგანოს (კომისიის) მიერ დავის განხილვა. 1. ავტორიზებულ პირსა და ინფრასტრუქტურის ოპერატორს შორის წარმოშობილ დავას განიხილავს კომისია. ამასთანავე, თუ ინფრასტრუქტურის ოპერატორი ავტორიზებული პირი არ არის, კომისია დავას განიხილავს შესაბამისი დარგის მარეგულირებელ ორგანოსთან ან/და შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოსთან წერილობითი კონსულტაციის საფუძველზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსულტაციის გასამართავად კომისია დავასთან დაკავშირებულ მასალებს უგზავნის შესაბამისი დარგის მარეგულირებელ ორგანოს ან/და შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც საკუთარ მოსაზრებას კომისიას სათანადო მასალების მიღებიდან 1 თვის ვადაში წარუდგენს. 3. თუ საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულზე მეტი ვადაა საჭირო, შესაბამისი დარგის მარეგულირებელი ორგანო ან/და შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო ამის შესახებ კომისიას აცნობებს. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში აღნიშნული ორგანოს მიერ საკუთარი მოსაზრების წარდგენის საერთო ვადა 3 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. |
სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ article 12 4. შესაბამისი დარგის მარეგულირებელი ორგანოს ან/და შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად საკუთარი მოსაზრების წარდგენამდე კომისიის მიერ დავის განსახილველად ამ კანონით დადგენილი ვადის დინება ჩერდება. 5. თუ დავის მხარე არის ინფრასტრუქტურის ოპერატორი, რომელიც საქმიანობას ახორციელებს ეკონომიკის რეგულირებად სფეროში, რომელშიც თავისუფალი ფასწარმოქმნა და კონკურენცია შეზღუდულია ან/და რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სატარიფო რეგულირებას ექვემდებარება, კომისიის გადაწყვეტილება არ უნდა იწვევდეს აღნიშნული სფეროს მარეგულირებელი ორგანოს/სათანადო უფლებამოსილების მქონე სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი/დასადგენი ტარიფის ან მომსახურების საფასურის გაზრდას. 6. ამ მუხლით გათვალისწინებული დავის წარმოშობის შემთხვევაში მოქმედებს ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. 7. კომისიის გადაწყვეტილება შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრდეს სასამართლოში. |