Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
მიკრობანკების საქმიანობის შესახებ article 32 ანგარიშგება და ინსპექტირება. 1. მიკრობანკი საქართველოს ეროვნულ ბანკს მის მიერ დადგენილი წესითა და ფორმით წარუდგენს ანგარიშგებას, რომელშიც ასახულია როგორც მიკრობანკის, ისე მისი შვილობილი ორგანიზაციების ორგანიზაციულ-საგანმკარგულებლო საქმიანობა, საოპერაციო საქმიანობა, ლიკვიდურობა, გადახდისუნარიანობა და მოგებიანობა მიკრობანკისა და მისი შვილობილი ორგანიზაციების ფინანსური მდგომარეობის ერთობლივად და ცალ-ცალკე შეფასების მიზნით. ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზნებისთვის მიკრობანკი საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგენს აგრეთვე შესაბამის ანგარიშგებას. ამ ანგარიშგების ფორმა, ხარისხი და წარდგენის ვადა განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით. |
მიკრობანკების საქმიანობის შესახებ article 32 2. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია შეამოწმოს მიკრობანკი და მისი შვილობილი ორგანიზაციები, განახორციელოს ინსპექტირება როგორც ადგილზე შემოწმებით, ისე დისტანციური ზედამხედველობით, ასევე განახორციელოს ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების, ანგარიშგების კომპონენტებისა და სხვა მასალების აუდიტი როგორც ინდივიდუალურად, ისე კონსოლიდირებულად. საქართველოს ეროვნული ბანკისთვის სრულად უნდა იყოს ხელმისაწვდომი მიკრობანკის ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის, მიკრობანკის აქციონერების, სამეთვალყურეო საბჭოს, დირექტორატის წევრებისა და თანამშრომლების შესახებ მონაცემები და დოკუმენტები. |