FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

ცხოველთა სამყაროს შესახებ

article  27

ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სპეციალური სარგებლობა.
1. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სპეციალურ სარგებლობას განეკუთვნება ბუნებრივ გარემოში თავისუფლად მობინადრე ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ყველა სახეობა , რომელიც ხორციელდება მათი ბუნებრივი გარემოდან ამოღების საშუალებით (გარდა ამ კანონის 21- ე მუხლის მე -6 პუნქტსა და 30- ე მუხლის მე -3 პუნქტში მოყვანილი შემთხვევებისა ).
2. გარეული ცხოველებით სარგებლობა მათი ცხოველქმედების პროდუქტების მიღების მიზნით დასაშვებია მხოლოდ ტყვეობაში გამრავლების პირობებში , კანონმდებლობით დადგენილი წესით .
3. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სპეციალური სარგებლობა დასაშვებია მხოლოდ სათანადო ნებართვით (ლიცენზიით ).
4. ეს მოთხოვნები ასევე ვრცელდება მიწის მესაკუთრეებზე და მოსარგებლეებზე , რომელთა მიწის ნაკვეთებზეც ბინადრობენ (იმყოფებიან ) ცხოველთა სამყაროს ობიექტები .
ცხოველთა სამყაროს შესახებ

article  27

5. ცხოველთა სამყაროთი სპეციალური სარგებლობის ობიექტების ჩამონათვალის განსაზღვრის წესს ადგენს “ ცხოველთა სამყაროთი სპეციალური სარგებლობის ობიექტების ჩამონათვალის განსაზღვრის წესის შესახებ ” დებულება , რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს სამინისტრო . ცხოველთა სამყაროთი სპეციალური სარგებლობის ობიექტების ჩამონათვალს ადგენს სამინისტრო ბრძანებით „ცხოველთა სამყაროთი სპეციალური სარგებლობის (მათ შორის ადგილობრივი მნიშვნელობის ) ობიექტების ჩამონათვალის შესახებ ”.
6. ცხოველთა სამყაროს ობიექტების , მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესები , ვადები და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალი განისაზღვრება “ ცხოველთა სამყაროს ობიექტების , მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების , ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ ” დებულების საფუძველზე , რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს სამინისტრო .