Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 56 თავშესაფრის მაძიებლის უფლებები. თავშესაფრის მაძიებელს უფლება აქვს: ა) არ იქნეს ექსტრადირებული ან საქართველოდან გაძევებული, ვიდრე მისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით სამინისტრო არ მიიღებს გადაწყვეტილებას ან სასამართლო გადაწყვეტილება არ შევა კანონიერ ძალაში; ბ) მიიღოს ინფორმაცია თავისი უფლება-მოვალეობებისა და თავშესაფრის პროცედურის შესახებ; გ) შესაძლებლობის შემთხვევაში გასაუბრება ჩაუტაროს იმავე სქესის უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა და ისარგებლოს იმავე სქესის თარჯიმნის მომსახურებით; დ) თავშესაფრის პროცედურის განხორციელებისას ისარგებლოს თარჯიმნის უფასო მომსახურებით; ე) საერთაშორისო დაცვის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით სასამართლო დავის წარმოებისას ისარგებლოს უფასო იურიდიული დახმარებით „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ვ) სამინისტროს მიერ საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის პერიოდში დარჩეს მიმღებ ცენტრში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი პენიტენციურ დაწესებულებაში, სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორში, სამინისტროს დროებითი განთავსების ცენტრში ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება; |
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 56 ზ) მიიღოს თავშესაფრის მაძიებლის ცნობა და ამ ცნობის საფუძველზე – დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის პერიოდში. დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა არ გაიცემა იმ შემთხვევაში, როდესაც თავშესაფრის მაძიებელი პენიტენციურ დაწესებულებაში ან სამინისტროს დროებითი განთავსების ცენტრში იმყოფება; თ) საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფილი იყოს სოციალურ-ეკონომიკური და საყოფაცხოვრებო პირობებით; ი) საქართველოს მოქალაქის მსგავსად ისარგებლოს სკოლამდელი და ზოგადი განათლების უფლებით, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს პროფესიული და უმაღლესი განათლების უფლებით; კ) საქართველოს მოქალაქის მსგავსად ისარგებლოს სახელმწიფო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა; ლ) ნებაყოფლობით გამოიხმოს საერთაშორისო დაცვაზე განცხადება; მ) საერთაშორისო დაცვის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით სასამართლო დავის წარმოებისას გათავისუფლდეს სასამართლო ბაჟის გადახდისაგან; ნ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ისარგებლოს შრომის უფლებით, კერძოდ, დასაქმდეს დამოუკიდებლად ან სხვა დამსაქმებლის მეშვეობით; |
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 56 ო) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს ადმინისტრაციული ორგანოებისადმი და სასამართლოსადმი მიმართვის უფლებით; პ) იყოს ინფორმირებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა უმაღლეს კომისართან დაკავშირების შესაძლებლობის შესახებ; ჟ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით უცხოელისა და მოქალაქეობის არმქონე პირისათვის მინიჭებული უფლებებით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. |