Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი article 134 ადამიანის ორგანოს, ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის აღების იძულება. 1. სამკურნალოდ, გადასანერგად, ექსპერიმენტისათვის ან სამკურნალო პრეპარატის დასამზადებლად ადამიანის ორგანოს, ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის აღების იძულება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის ანდა დამნაშავეზე მატერიალურად ან სხვაგვარად დამოკიდებულის მიმართ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. |
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი article 134 ადამიანის ორგანოს, ორგანოს ნაწილის, ქსოვილის ან უჯრედის აღების უკანონო იძულება. 1. ადამიანის ორგანოს, ორგანოს ნაწილის, ქსოვილის ან უჯრედის აღების უკანონო იძულება − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ; ბ) დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ; გ) დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ; დ) დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ; ე) დამნაშავეზე მატერიალურად ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის მიმართ, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. 3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. |