Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ნარჩენების მართვის კოდექსი article 21 ნაგავსაყრელის კატეგორიები. 1. ნაგავსაყრელი იყოფა შემდეგ კატეგორიებად: ა) სახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელი; ბ) არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელი; გ) ინერტული ნარჩენების ნაგავსაყრელი. 2. სახიფათო ნარჩენები განთავსდება მხოლოდ სახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელზე. 3. არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელზე განთავსდება მხოლოდ მუნიციპალური ნარჩენები და სხვა არასახიფათო ნარჩენები, რომლებიც აკმაყოფილებს ამ კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე მიღებული დადგენილებით განსაზღვრულ ამ კატეგორიის ნაგავსაყრელზე ნარჩენების მიღების კრიტერიუმებს. 4. არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელის ოპერატორი ვალდებულია მიიღოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნილი მუნიციპალური ნარჩენები, მათ შორის, ამ კოდექსის მე-16 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პირისაგან. 5. ინერტული ნარჩენების ნაგავსაყრელზე განთავსდება მხოლოდ ინერტული ნარჩენები. 51. ინერტული ნარჩენები, რომლებიც გამოსადეგია ამოვსების ოპერაციებისთვის ან მშენებლობის მიზნებისთვის, შესაძლებელია არ განთავსდეს ნაგავსაყრელზე, თუ ისინი, სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანოსთან შეთანხმებით, ამოვსებითი ოპერაციებისთვის ან პროექტით გათვალისწინებული მშენებლობის მიზნებისთვის იქნება გამოყენებული. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ კოდექსის 24-ე მუხლის მოთხოვნები. |
ნარჩენების მართვის კოდექსი article 21 6. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მქონე ნაგავსაყრელზე დასაშვებია მხოლოდ დამუშავებული ნარჩენების განთავსება. ეს არ ეხება იმ ინერტულ ნარჩენებს, რომელთა დამუშავება ტექნიკურად ვერ განხორციელდება, აგრეთვე ისეთ ნარჩენებს, რომელთა ტექნიკურად განხორციელებადი დამუშავებით ვერ მიიღწევა ამ კოდექსის მიზანი. |