Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 114 ნავსადგურში დატვირთვისა და გადმოტვირთვის, ტვირთის დაწყობისა და შენახვის წესების დარღვევა. 1. ნავსადგურში დატვირთვის ან გადმოტვირთვის ან ტვირთის, მათ შორის, სახიფათო ტვირთის, დაწყობის ან შენახვის წესის დარღვევა − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით. 3. სანავსადგურე ერთეულის მიერ ისეთი სატვირთო ოპერაციის განხორციელება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული არ არის, − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას თითოეულ ნავმისადგომზე აღნიშნული სატვირთო ოპერაციის განხორციელებისთვის 15 000 ლარის ოდენობით. 4. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით. |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 114 5. ნავსადგურის ტერიტორიაზე (მათ შორის, საწყობში, ბაქანზე, ნავთობის/გაზის ტერმინალზე, აკრძალულ ზონაში, მისაბმელი ტუმბის, ბრიდელის, ფარნის ბოძის, გეოდეზიური ქსელის ნიშნის, ჭერის, სახანძრო ამწის, სახანძრო სიგნალიზაციის ან/და ელექტროჩამრთველის მახლობლად, სადრენაჟო სისტემის ჭაზე (შტაბელებად ტვირთის დაწყობა დასაშვებია შესაბამისი ადგილიდან არანაკლებ 2 მეტრის დაშორებით), საწყობის სამუშაო პერიმეტრიდან არანაკლებ 4 მეტრის დაშორებით, საწყობში სხვადასხვა ტვირთს შორის შესაბამისი ნორმებით დადგენილ გასასვლელში, წყალგაყვანილობის, სატრანსპორტო ან ელექტროკაბელის ტრასაზე, უახლოესი სარკინიგზო ლიანდაგიდან 2 მეტრზე ნაკლები დაშორებით, ნავმისადგომის ნაპირთან 3 მეტრზე ახლოს, გზაზე, ქვეითთა გასასვლელზე, ტრანსპორტის გასასვლელზე, სახანძრო ავტოტუმბოსთან, საჰაერო ელექტროგაყვანილობის, მაღალი ძაბვის გაყვანილობის ან სატელეფონო სადენის ქვეშ ან ტელეგრაფის ქსელის ქვეშ) ტვირთის დასაწყობების აკრძალვის წესის დარღვევა − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 6. სანავსადგურე ერთეულის მიერ სახიფათო ტვირთთან დაკავშირებული სატვირთო ოპერაციის შესაბამისი ტექნოლოგიური რუკის/სქემის გარეშე ან/და არსებული ტექნოლოგიური რუკის/სქემის დარღვევით განხორციელება − |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 114 გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 7. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 8. ნავსადგურში დატვირთვისას ან გადმოტვირთვისას სატვირთო ოპერაციების განხორციელების ტექნოლოგიური რუკის ნავსადგურთან შეუთანხმებლობა − გამოიწვევს შესაბამისი პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 9. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს შესაბამისი პირის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. |