Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ article 9 ხელშეკრულებასთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯები. 1. მოვაჭრეს ეკრძალება, საგადახდო ინსტრუმენტის გამოყენებისთვის მომხმარებელს იმაზე მეტი საფასური გადაახდევინოს, ვიდრე თვითონ იხდის. 2. თუ მოვაჭრემ საკონტაქტოდ ტელეფონის ნომერი მიუთითა, მან მომხმარებელს ამ ტელეფონის ნომრით მასთან დასაკავშირებლად კომუნიკაციისთვის დადგენილ ტარიფზე მეტი არ უნდა გადაახდევინოს. აღნიშნული პირობა არ გამორიცხავს სატელეკომუნიკაციო მომსახურების გამწევის უფლებას, ასეთი მომსახურების გაწევისთვის საფასური დააწესოს. # 3. ხელშეკრულების დადებამდე მოვაჭრემ მომხმარებლისგან უნდა მიიღოს მკაფიოდ გამოხატული თანხმობა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირითადი ვალდებულების შესრულებისთვის დადგენილი ფასის გარდა, დამატებითი ხარჯების ანაზღაურებაზე. თუ მოვაჭრეს მომხმარებლისგან მკაფიოდ გამოხატული თანხმობა არ მიუღია, მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს დამატებით გადახდილი თანხის დაბრუნება, მიუხედავად იმისა, რომ მას დამატებითი ხარჯების ანაზღაურებაზე უარი არ უთქვამს (ნაგულისხმები პარამეტრები არ უარუყვია). |