Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საჯარო შესყიდვების შესახებ article 87 საბჭოსთვის განკუთვნილი სპეციალური ელექტრონული მოდული. 1. საბჭოს საქმიანობის ეფექტიანად და საჯაროდ წარმართვისთვის ელექტრონულ სისტემაში ფუნქციონირებს საბჭოსთვის განკუთვნილი სპეციალური ელექტრონული მოდული (შემდგომ – ელექტრონული მოდული). 2. ელექტრონულ მოდულში ქვეყნდება საბჭოსთვის წარდგენილი საჩივრები და მათთვის დართული დოკუმენტები, საჩივრებთან დაკავშირებული საბჭოს გადაწყვეტილებები, საჩივრების განხილვასთან დაკავშირებული სხვა მასალები, აგრეთვე ამ კანონითა და საბჭოს რეგლამენტით განსაზღვრული სხვა ინფორმაცია. 3. საბჭო/საბჭოს აპარატი საჩივრის განხილვასთან დაკავშირებულ ნებისმიერ შეტყობინებას/ინფორმაციას აგზავნის ელექტრონული მოდულის მეშვეობით, რაც შეტყობინების/ინფორმაციის შესაბამისი პირისთვის ჩაბარებად მიიჩნევა. 4. საბჭო/საბჭოს აპარატი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინება/ინფორმაცია გაგზავნოს აგრეთვე კომუნიკაციის სხვა საშუალებებით (ფოსტა, ელექტრონული ფოსტა, ტელეფონი (მათ შორის, მოკლე ტექსტური შეტყობინება)). ასეთი შეტყობინება/ინფორმაცია ოფიციალურად გაგზავნილ შეტყობინებად მიიჩნევა. 5. ელექტრონულ მოდულში არსებული ინფორმაცია საჯაროა, გარდა იმ პერსონალური მონაცემებისა, რომლებიც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოქვეყნებას არ ექვემდებარება. |
საჯარო შესყიდვების შესახებ article 87 6. ელექტრონული მოდული ელექტრონული სისტემის ნაწილია. ელექტრონული მოდულის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს სააგენტო. სააგენტო ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული მოქმედებების შესასრულებლად საბჭოს წევრებს/საბჭოს აპარატის შესაბამის თანამშრომლებს აღნიშნულ სისტემაზე ხელი შეუფერხებლად მიუწვდებოდეთ. ელექტრონულ მოდულს ავითარებს და მასში სათანადო ცვლილებები შეაქვს სააგენტოს საბჭოს მიმართვის ან თანხმობის საფუძველზე. საბჭო ვალდებულია საბჭოს რეგლამენტის ან მასში შესატანი ცვლილების პროექტის ის ნაწილი, რომლის მისაღებად ელექტრონულ სისტემაში/ელექტრონულ მოდულში სათანადო ცვლილების შეტანაა საჭირო, საქართველოს მთავრობისთვის წარდგენამდე სააგენტოს შეუთანხმოს. |