Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი article 285 კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენება. 1. კომპიუტერული პროგრამის ან/და სხვა მოწყობილობის, აგრეთვე კომპიუტერულ სისტემაში შეღწევისათვის საჭირო პაროლის, დაშვების კოდის ან სხვა, მსგავსი მონაცემის უნებართვო დამზადება, შეძენა, შენახვა, გაყიდვა, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა ამ თავით ან ამ კოდექსის 158-ე ან 159-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენის მიზნით – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება: ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ბ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; გ) არაერთგზის; დ) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე. 3. ამ მუხლის პირველი ან/და მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიმართ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. |