Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
წყლის შესახებ article 26 4. საშიში მოვლენა ხასიათდება ყოველწლიური ან ხშირად განმეორებადი ჩვეულებრივი წყალმოვარდნით, რაც განაპირობებს წყლის დონის აწევას და კალაპოტის უმნიშვნელო წარეცხვას, რის შედეგადაც შეიძლება დაირღვეს ადგილობრივი მნიშვნელობის ობიექტების ნორმალური მუშაობა (ათვისებული მიწების დროებით დატბორვა, გზის ვაკისის, კავშირგაბმულობისა და ელექტროგადამცემი ხაზების გამორეცხვა და დაზიანება, საქალაქო კომუნიკაციებისა და ტრანსპორტის მუშაობის ხანმოკლე შეფერხება და სხვა). 5. განსაკუთრებით საშიში მოვლენა ხასიათდება წყალმოვარდნით ან ღვარცოფით, რაც განაპირობებს ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების ტერიტორიების, რკინიგზებისა და საავტომობილო გზების, აგრეთვე მსხვილი სამეურნეო ობიექტების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მნიშვნელოვანი ფართობის ნაწილობრივ შეტბორვას და დატბორვას, რასაც შედეგად შეიძლება მოჰყვეს: ა) ელექტროენერგიის მიწოდების და კავშირგაბმულობის მუშაობის შეწყვეტა 6 და მეტი საათით; ბ) ქალაქებისა და მსხვილი სამრეწველო ობიექტების წყალმომარაგებისა და ელექტრომომარაგების, აგრეთვე საქალაქო ტრანსპორტის მუშაობის შეფერხება ან შეწყვეტა 24 და მეტი საათით; გ) საცხოვრებელი სახლების, ადმინისტრაციული და საწარმოო შენობა-ნაგებობების, სამშენებლო და სამრეწველო ობიექტების ნაწილობრივ დანგრევა და დაზიანება. |
წყლის შესახებ article 26 6. სტიქიური უბედურება ხასიათდება განსაკუთრებით საშიში და იშვიათად განმეორებადი წყალმოვარდნითა და ღვარცოფით, რაც იწვევს ათვისებული მიწების მნიშვნელოვანი ფართობის დატბორვას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამეურნეო ობიექტების, საცხოვრებელი სახლების, საწარმოო შენობა-ნაგებობათა და სხვა ობიექტების მასობრივ ნგრევასა და დაზიანებას, აგრეთვე მოსახლეობის გადასახლებას საშიში ზონიდან და დაზიანებული სახლებიდან. 7. მოსალოდნელი საფრთხის შეტყობინება ხდება მოცემული გრადაციის მიხედვით მოვლენის ხასიათის აღნიშვნით. |
წყლის შესახებ article 26 წყალდიდობის სახეები და მათი შედეგები. 1. წყალდიდობის მავნე შედეგი შეიძლება იყოს: ა) მდინარის კალაპოტის რღვევა და დეფორმაცია, ნაპირებისა და ფერდობების ჩამორეცხვა ან ჩამონგრევა; ბ) წყალდიდობისაგან დამცავი (ჯებირი, დამბები და სხვა) და ჰიდროტექნიკური (წყალმიმღებები, კაშხლები და სხვა) ნაგებობების დაზიანება, დარღვევა და ნგრევა; დ) დასახლებული პუნქტების, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების,ტყის მასივების, ხიდების, საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალების, მრეწველობის და სხვა სამეურნეო ობიექტების დატბორვა, აგრეთვე მათი ჩამორეცხვა, დანგრევა და დაზიანება და ამ ობიექტების ტექნიკური ექსპლუატაციის ნორმალური პირობების დარღვევა. 2. წყლის ჩამონადენისა და დონეების ფორმირების პირობების მიხედვით დგინდება წყალდიდობის შემდეგი სახეები: ა) გაზაფხულის და შემოდგომის წყალმეტობა; ბ) წვიმისა და ნიაღვრის წყალმოვარდნა; გ) ღვარცოფი. 3. მოსალოდნელი წყალდიდობა სიმძლავრისა და საფრთხის დონის მიხედვით პირობითად იყოფა სამ კატეგორიად: ა) საშიში მოვლენა; ბ) განსაკუთრებით საშიში მოვლენა; გ) სტიქიური უბედურება. |