FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

article  145

აღსრულების პოლიციელის სოციალური დაცვა.
1. სახელმწიფო უზრუნველყოფს აღსრულების პოლიციელის სოციალურ დაცვას.
2. აღსრულების პოლიციელისათვის დადგენილია არანორმირებული სამუშაო დღე.
3. აღსრულების პოლიციელი ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას.
5. ზიანი, რომელიც აღსრულების პოლიციელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიადგა, სრულად აუნაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აღსრულების პოლიციელის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 10 ათასი ლარის ოდენობით. აღსრულების პოლიციელის დაკრძალვის ხარჯებს გაიღებს აღსრულების ეროვნული ბიურო.
7. თუ აღსრულების პოლიციელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დასახიჩრდა ან/და აღსრულების პოლიციელს ამ მოვალეობის შესრულებისას შესაძლებლობა შეეზღუდა, მას ჯანმრთელობის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიეცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 5 000 ლარისა.
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

article  145

9. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ფარგლებში აღსრულების პოლიციელისათვის შეიძლება განისაზღვროს ამ კანონით გაუთვალისწინებელი სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებები და შეღავათები. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი  №842 - ვებგვერდი, 03.07.2025წ.