FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საზღვაო კოდექსი

article  71

1. სანავსადგურე ერთეული ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საქმიანობისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოუყოფს სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიის, აკვატორიის ან ნავმისადგომის ცალკეულ უბნებს, დანადგარებსა და მოწყობილობებს.
2. სანავსადგურე ერთეული სანაპირო დაცვის დეპარტამენტსა და სახელმწიფო საბაჟო, სასაზღვრო-მიგრაციულ და სანიტარიულ სამსახურებს, აგრეთვე სააგენტოს შესაბამის სამსახურებს უსასყიდლოდ უზრუნველყოფს სათანადო ფართობით და უქმნის ნორმალური მუშაობის პირობებს.
3. სანავსადგურე ერთეულს არ აქვს უფლება, ხელი შეუშალოს შესაბამისი ნავსადგურის ტერიტორიაზე განთავსებული საწარმოსა და ორგანიზაციის საქმიანობას, ჩაერიოს მათ სამეურნეო მუშაობაში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
4. სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიაზე განთავსებული საწარმო და ორგანიზაცია ვალდებული არიან დაიცვან ნავსადგურის წესები.