Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საზღვაო კოდექსი article 312 1. ბირთვული გემის ოპერატორის პასუხისმგებლობა ბირთვული ზიანისათვის, რომელიც გამოწვეულია ამ გემთან დაკავშირებული ერთი ბირთვული ინციდენტით, განისაზღვრება საერთაშორისო სავალუტო ფონდის 81,97 მლნ საანგარიშო ერთეულით, სასამართლო ხარჯების ჩათვლით. 2. თუ ბირთვული ინციდენტის შედეგად ფიზიკური პირის ან ქონებისათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად წაყენებულია მოთხოვნა, მაშინ ამ მუხლის პირველ პუნქტში დადგენილი თანხიდან ერთი ნაწილი – 57,38 მლნ საანგარიშო ერთეულის ოდენობით განკუთვნილია მხოლოდ და მხოლოდ ფიზიკური პირისათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად, ხოლო მეორე – 24,59 მლნ საანგარიშო ერთეულის ოდენობით ქონებისათვის მიყენებული ზიანის მოთხოვნის ასანაზღაურებლად. 3. თუ აღნიშნული თანხის პირველი ნაწილი არ აღმოჩნდა საკმარისი ფიზიკური პირისათვის მიყენებული ზიანისათვის მოთხოვნის ასანაზღაურებლად, მაშინ დარჩენილი თანხა გადაიხდება თანხის მეორე ნაწილიდან პროპორციულად, ქონებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნებთან ერთად. 4. თანხა, რომელიც გათვალისწინებულია მოთხოვნების ასანაზღაურებლად, ნაწილდება მოსარჩელეთა შორის მათი მოთხოვნების დამტკიცებული ოდენობის პროპორციულად. |