FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 5

პროკურატურის შესახებ

article  34

თანამდებობის დაკავების წესი და კრიტერიუმები.
1. პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის ვაკანტური თანამდებობის დაკავება შესაძლებელია კონკურსის ან სტაჟირების გზით, რომელთა წესს განსაზღვრავს გენერალური პროკურორი.
2. გენერალური პროკურორის მოტივირებული გადაწყვეტილებით, შესაძლებელია კონკურსისა და სტაჟირების გავლის გარეშე პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის ვაკანტური თანამდებობის დაკავება, თუ პირი აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ შესაბამის კრიტერიუმებს.
3. პროკურორად ან პროკურატურის გამომძიებლად შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, ფლობს სამართალწარმოების ენას, ჩაბარებული აქვს პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდა, გავლილი აქვს სტაჟირება პროკურატურის ორგანოებში, დადებული აქვს პროკურატურის თანამშრომლის ფიცი, საქმიანი და მორალური თვისებებით, აგრეთვე ჯანმრთელობის მდგომარეობით შეუძლია შეასრულოს პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის მოვალეობები.
პროკურატურის შესახებ

article  34

4. პროკურორად/პროკურატურის გამომძიებლად დასანიშნ პირს ჩაბარებული უნდა ჰქონდეს პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდა შემდეგ დისციპლინებში: საკონსტიტუციო სამართალი, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, სისხლის სამართალი, სისხლის საპროცესო სამართალი, ადმინისტრაციული სამართალი, სასჯელაღსრულებითი სამართალი და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის საფუძვლები.
41. პროკურატურის სტაჟიორთა კონკურსის წერილობითი ეტაპი უნდა მოიცავდეს პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდით გათვალისწინებული დისციპლინების იდენტურ საგამოცდო დისციპლინებს.
5. პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისგან თავისუფლდებიან:
    ა) გენერალური პროკურორი, მისი პირველი მოადგილე და მოადგილეები;
    ბ) პირი, რომელსაც ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის ან ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა;
    გ) პროკურატურის სტაჟიორად დასანიშნი პირი, აგრეთვე სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში პროკურორად ან პროკურატურის გამომძიებლად დასანიშნი პირი.
პროკურატურის შესახებ

article  34

6. პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლისგან თავისუფლდებიან: გენერალური პროკურორი, მისი პირველი მოადგილე და მოადგილე, აგრეთვე პირი, რომელიც ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ კრიტერიუმებთან ერთად აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:
    ა) აქვს მოსამართლედ, პროკურორად, გამომძიებლად ან სისხლის სამართლის საქმეებზე ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
    ბ) აქვს იურისტის პროფესიით მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი;
    გ) ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.
7. პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის გზით დასანიშნი პირი, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ კრიტერიუმებთან ერთად, უნდა აკმაყოფილებდეს ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:
    ა) აქვს მოსამართლედ, პროკურორად, გამომძიებლად ან სისხლის სამართლის საქმეებზე ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
    ბ) აქვს იურისტის პროფესიით მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი.
8. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონკურსის გარეშე პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნი პირი, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ კრიტერიუმებთან ერთად, უნდა აკმაყოფილებდეს ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:
პროკურატურის შესახებ

article  34

ა) აქვს გამომძიებლად, მოსამართლედ, სისხლის სამართლის საქმეებზე ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
    ბ) აქვს პროკურორად/პროკურატურის გამომძიებლად მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება და პროკურატურის სისტემიდან ბოლო 10 წლის განმავლობაში დათხოვნილია პირადი განცხადების, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების, შტატების შემცირების ან სხვა სამსახურში გადასვლის გამო;
    გ) პროკურატურის სისტემის საკადრო რეზერვში ჩარიცხული პირია;
    დ) წარმატებით აქვს გავლილი სტაჟირება პროკურატურის სისტემაში და სტაჟირების გავლიდან არ არის გასული 3 წელი;
    ე) სისხლის სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტია უმაღლესი აკადემიური წრეებიდან.
9. პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის გზით ან ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დასანიშნი პირი თავისუფლდება სტაჟირების გავლისგან.
10. პირმა, რომელიც აკმაყოფილებს სტაჟირების გავლისგან გათავისუფლებისათვის დადგენილ მოთხოვნებს, საკუთარი სურვილით შეიძლება გაიაროს სტაჟირება პროკურატურის ორგანოებში.
პროკურატურის შესახებ

article  34

11. პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის გზით ან ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირი დანიშვნამდე გადის პროფესიული გადამზადების არაუმეტეს 2-თვიან კურსს, რომლის წარმატებით გავლის შემდგომ ინიშნება ვაკანტურ თანამდებობაზე.
12. პროკურატურის პროფესიულ საჯარო მოხელეს ამ კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს, თანამდებობიდან ათავისუფლებს ან პროკურატურიდან ითხოვს გენერალური პროკურორი.
13. პროკურატურაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთან შრომით ხელშეკრულებას, ამ კანონით განსაზღვრული თავისებურებების გათვალისწინებით, დებს ან წყვეტს გენერალური პროკურორი საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ დადგენილი წესებით.