Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 1 კანონის მოქმედების სფერო. 1. ეს კანონი განსაზღვრავს: ა) უცხოელისა და იმ მოქალაქეობის არმქონე პირის, რომელიც არ არის საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი (შემდგომ – მოქალაქეობის არმქონე პირი), საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლასა და ყოფნას, რომლებმაც ამ კანონის შესაბამისად მოითხოვეს საერთაშორისო დაცვა, აგრეთვე მათ მიმართ მოპყრობის სტანდარტებს; ბ) თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის, დამატებითი დაცვის მქონე პირისა და დროებითი დაცვის მქონე პირის სამართლებრივ მდგომარეობას, უფლებებს, მოვალეობებსა და სოციალურ-ეკონომიკურ გარანტიებს; გ) უცხოელისა და მოქალაქეობის არმქონე პირისთვის საქართველოში ლტოლვილის სტატუსის, დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის მინიჭების, შეწყვეტის, გაუქმებისა და ჩამორთმევის, დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელებისა და შესაბამისი სტატუსიდან გამორიცხვის საფუძვლებსა და პროცედურებს; დ) საერთაშორისო დაცვის სფეროში პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების უფლებამოსილებებს. 2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის საერთაშორისო დაცვის იმ საფუძვლით მინიჭებაზე, რომელიც არ არის დაკავშირებული საერთაშორისო დაცვის საჭიროებასთან და განპირობებულია თანაგრძნობითა და ჰუმანიტარული მიზეზით. |