FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  79

გამანაწილებელ სისტემასთან მესამე პირის დაშვებაზე უარის თქმა.
1. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს უფლება არ აქვს, მთლიანად ან ნაწილობრივ განაცხადოს უარი გამანაწილებელ სისტემასთან მესამე პირის დაშვებაზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მოთხოვნილ პერიოდში გამანაწილებელ სისტემასთან მესამე პირის დაშვება ხელს შეუშლის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს, ამ კანონის შესაბამისად გასწიოს საჯარო მომსახურება, ან საფრთხეს შეუქმნის საზოგადოების ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას. აღნიშნულ შემთხვევებში უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება სათანადოდ უნდა იყოს დასაბუთებული მისი მოქმედების ვადის მითითებით ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. გამანაწილებელ სისტემასთან მესამე პირების დაშვებაზე უარის თქმის წესი და პირობები განისაზღვრება გამანაწილებელი ქსელის წესებით.
2. ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, მთლიანად ან ნაწილობრივ განაცხადოს უარი ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემასთან მესამე პირის დაშვებაზე, თუ გამანაწილებელ სისტემასთან დაშვების შესახებ მესამე პირის მოთხოვნის მიღებამდე მოქმედი „მიიღე ან გადაიხადე“ ხელშეკრულებები მნიშვნელოვან ეკონომიკურ და ფინანსურ სირთულეებს გამოიწვევს.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  79

3. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ასაბუთებს გამანაწილებელ სისტემასთან მესამე პირის დაშვებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას მისი მოქმედების ვადის, უარის თქმის შესაბამისი მიზეზებისა და მათი აღმოფხვრისთვის განსახორციელებელი ღონისძიებების მითითებით. ყველა პირს, რომელთა მოთხოვნა გამანაწილებელ სისტემასთან დაშვების შესახებ არ დაკმაყოფილდა, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ქსელის წესებით დადგენილ ვადაში წერილობით აცნობებს უარის თქმის შესაბამის მიზეზებს და წარუდგენს ობიექტურ, არადისკრიმინაციულ და ტექნიკურად და ეკონომიკურად დასაბუთებულ კრიტერიუმებზე დამყარებულ მტკიცებულებებს.
4. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი გამანაწილებელ სისტემასთან დაშვების სამართავად აწარმოებს დაშვების პუნქტების, მათ შორის, მიღებისა და გაცემის პუნქტების, რეესტრს კონკრეტული საიდენტიფიკაციო ნომრისა და დაშვების მართვისთვის საჭირო ყველა მონაცემის მითითებით. ამ რეესტრში აგრეთვე აღინიშნება დაშვების პუნქტების აქტიური ან არააქტიური სტატუსი, მიმწოდებელი, რომელიც სარგებლობს დაშვების პუნქტით, და მისი შესაბამისი მომხმარებელი. რეესტრში დაცული მონაცემები გამოიყენება მიმწოდებლებისთვის სისტემით სარგებლობის ან სისტემასთან დაშვებასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევის საფასურის ანგარიშფაქტურის გამოსაწერად.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  79

5. პირი, რომელსაც უარი ეთქვა გამანაწილებელ სისტემასთან დაშვებაზე, ან პირი, რომელიც გამანაწილებელ სისტემასთან დაშვების პირობებს არ ეთანხმება, უფლებამოსილია ამ კანონის 155-ე მუხლის შესაბამისად განცხადებით მიმართოს კომისიას.