FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ

article  5

დ) ინფორმაცია ლიცენზიის მაძიებელი იურიდიული პირის ფინანსური, ქონებრივი (მათ შორის, საქმიანობისთვის საჭირო ფართობის) და მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის შესახებ, რომელიც ადასტურებს დაცვითი საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობას;
    ე) დაცვითი ორგანიზაციის მიერ დამკვეთისთვის მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად საბანკო გარანტია არანაკლებ 200000 ლარზე;
    ვ) მცველის სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლის ნიმუშები, რომელთაც ლიცენზიის გაცემის შემთხვევაში ამტკიცებს დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განმახორციელებელი ორგანო;
    ზ) ცნობა საგადასახადო ორგანოებიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ;
    თ) ცნობა ლიცენზიის მაძიებელი იურიდიული პირის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე ყადაღის შესახებ.
2. დაცვითი საქმიანობის განხორციელებისთვის დადგენილია სალიცენზიო მოსაკრებელი, რომლის ოდენობა განისაზღვრება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით.
კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ

article  5

ლიცენზიის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტები.
1. ლიცენზიის მაძიებელმა ლიცენზიის მისაღებად „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით განსაზღვრულ დოკუმენტაციასთან ერთად ლიცენზიის გამცემს უნდა წარუდგინოს:
    ა) ლიცენზიის მაძიებელი იურიდიული პირის წესდება, რომელშიც ორგანიზაციის ძირითადი საქმიანობის სფეროდ განსაზღვრული იქნება დაცვითი საქმიანობის განხორციელება;
    ბ) ლიცენზიის მაძიებელი იურიდიული პირის ხელმძღვანელის (ხელმძღვანელების): ბ.ა) პირადობის (ბინადრობის) დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი; ბ.ბ) ცნობა ნასამართლობის შესახებ; ბ.გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი ცნობა;
    გ) ლიცენზიის მაძიებელი იურიდიული პირის დამფუძნებლებისა და პარტნიორების სია, რომელსაც უნდა დაერთოს: გ.ა) პირადობის (ბინადრობის) დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი, იურიდიული პირის შემთხვევაში – რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ.ბ) თითოეულ დამფუძნებელზე – ცნობა ნასამართლობის შესახებ, ხოლო თუ დამფუძნებელი სხვა სახელმწიფოს მოქალაქეა – ამ სახელმწიფოს ოფიციალური ორგანოების მიერ გაცემული და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს აღნიშნული პირის ნასამართლობაში არყოფნის ფაქტს;