FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ

article  13

ცალკეულ საკითხებთან მიმართებით სათანადო ქვეყნის სამართლის გამოყენება. ამ მუხლით გათვალისწინებულ საკითხებს აწესრიგებს იმ ქვეყნის სამართალი, სადაც გახსნილია შესაბამისი ფასიანი ქაღალდების ანგარიში. ეს საკითხებია:
    ა) ფასიანი ქაღალდების ანგარიშზე განთავსებული დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობიდან გამომდინარე, ანგარიშის მწარმოებლისა და მესამე პირების მიმართ წარმოშობილი უფლებების სამართლებრივი ბუნება და შედეგები;
    ბ) ფასიანი ქაღალდების ანგარიშზე განთავსებული დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების განკარგვიდან გამომდინარე, ანგარიშის მწარმოებლისა და მესამე პირების მიმართ წარმოშობილი უფლებების სამართლებრივი ბუნება და შედეგები;
    გ) ანგარიშის მწარმოებელთან არსებული დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების განკარგვის ნამდვილობასთან დაკავშირებული მოთხოვნები;
    დ) ანგარიშის მწარმოებელთან არსებულ დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებზე უფლებების წარმოშობისა და გაუქმების საკითხი ან მათი უპირატესობა მესამე პირის უფლებებთან მიმართებით;
    ე) ანგარიშის მწარმოებლის მოვალეობები სხვა პირების (გარდა ანგარიშის მფლობელებისა) მიმართ, რომლებიც ანგარიშის მწარმოებელთან არსებულ დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებზე მოთხოვნას აცხადებენ;
დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ

article  13

ვ) ანგარიშის მწარმოებელთან არსებული დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების განკარგვის შემთხვევაში დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ დივიდენდზე ან სხვა გასაცემელზე ან გამოსყიდვით, დაფარვით ან გაყიდვით მიღებულ/მისაღებ შემოსავალზე ან სხვა შემოსავალზე უფლების შემძენზე გადასვლის საკითხი.