FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

article  51

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმა.
1. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა წერილობით ან ზეპირად.
2. დაინტერესებული მხარის მოთხოვნით, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზღუდავს პირის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს, ასევე კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში ზეპირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებიდან 3 დღის ვადაში უნდა გამოიცეს წერილობით.
3. ზეპირად გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე არ ვრცელდება ამ კოდექსის 52-ე–58-ე მუხლების მოთხოვნები. „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გამოცემულ ელექტრონულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე ვრცელდება ამ კოდექსის 54-ე−58-ე მუხლების მოთხოვნები, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.