FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 5

იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

article  22

4. თუ რეზოლუციის კომიტეტი იყენებს ისეთ სარეზოლუციო ინსტრუმენტს, რომლის გამოყენების შედეგად (ან რომლის გამოყენების მიუხედავად) მოსალოდნელია პროგრამის კრედიტორთა წინაშე არსებული ვალდებულებების სრულად და დროულად შესრულება, პროგრამის კრედიტორები და პროგრამის ადმინისტრატორი (არსებობის შემთხვევაში) ვალდებული არიან ითმინონ ასეთი ზომები. ამ კანონის მიზნებისთვის მიიჩნევა, რომ პროგრამის კრედიტორთა მოთხოვნების სრულად და დროულად დაკმაყოფილება:
    ა) მოსალოდნელია, თუ რეზოლუციის კომიტეტი იღებს გადაწყვეტილებას იპოთეკური ობლიგაციების პროგრამაში შემავალი აქტივებისა და ვალდებულებების სრულად გასხვისების შესახებ;
    ბ) მოსალოდნელი არ არის, თუ რეზოლუციის კომიტეტი იღებს გადაწყვეტილებას პროგრამის კრედიტორთა წინაშე არსებული ვალდებულებების ჩამოწერით ან კონვერტაციით რეკაპიტალიზაციის ინსტრუმენტის გამოყენების შესახებ ან იპოთეკური ობლიგაციების პროგრამაში შემავალი აქტივებისა და ვალდებულებების ნაწილობრივ გასხვისების თაობაზე.
იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

article  22

5. რეზოლუციის კომიტეტის მიერ ისეთი სარეზოლუციო ინსტრუმენტის (ინსტრუმენტების) გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, რომლის (რომელთა) გამოყენების შედეგად არ არის მოსალოდნელი პროგრამის კრედიტორთა მოთხოვნების სრულად და დროულად დაკმაყოფილება, პროგრამის კრედიტორებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა (ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა), კენჭი უყარონ იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის მოქმედების გაგრძელების, რესტრუქტურიზაციის (მათ შორის, პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გასხვისების) ან ლიკვიდაციის შესახებ ერთ ან რამდენიმე წინადადებას ამ კანონის მე-20 მუხლის მე-6−მე-9 პუნქტების შესაბამისად. ამ მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკი იღებს გადაწყვეტილებას იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის განცალკევების შესახებ და ნიშნავს პროგრამის ადმინისტრატორს.
იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

article  22

იპოთეკური ობლიგაციების პროგრამა ემიტენტის მიმართ რეზოლუციის რეჟიმის მიმდინარეობისას.
1. თუ მიღებულია გადაწყვეტილება ემიტენტის მიმართ რეზოლუციის რეჟიმის შემოღების თაობაზე და იპოთეკური ობლიგაციების პროგრამა განცალკევებულია, რეზოლუციის კომიტეტი უფლებამოსილია ამ რეჟიმის შემოღებიდან არაუმეტეს 90 კალენდარული დღით, მაგრამ არაუგვიანეს შესაბამის შემთხვევაში იპოთეკური ობლიგაციების პროგრამასთან დაკავშირებული სარეზოლუციო ინსტრუმენტის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღისა, სრულად ან ნაწილობრივ შეუზღუდოს პროგრამის ადმინისტრატორს ამ კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტითა და 21-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებების (გარდა იპოთეკური ობლიგაციის ძირითადი თანხის ან/და პროცენტის დაფარვის თარიღის გადაწევისა და უზრუნველყოფის აქტივებიდან გამომდინარემოთხოვნების დაკმაყოფილებისა, მათ შორის, იპოთეკის აღსრულებით) გამოყენება. რეზოლუციის კომიტეტს/სპეციალურ მმართველს უფლება აქვს, ამ ვადის განმავლობაში განახორციელოს სარეზოლუციო უფლებამოსილებები იპოთეკური ობლიგაციების პროგრამასთან დაკავშირებით, ამ კანონითა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით.
იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

article  22

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ რეზოლუციის კომიტეტს/სპეციალურ მმართველს არ აქვს უფლება, განახორციელოს სარეზოლუციო უფლებამოსილებები განცალკევებულ იპოთეკური ობლიგაციების პროგრამასთან დაკავშირებით, გარდა ამ მუხლის მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული სარეზოლუციო ინსტრუმენტების გამოყენებისა.
3. თუ რეზოლუციის კომიტეტის მიერ ერთი ან რამდენიმე სარეზოლუციო ინსტრუმენტის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება იპოთეკური ობლიგაციების პროგრამას ეხება, ამის თაობაზე წინასწარ, გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა ეცნობოს პროგრამის ადმინისტრატორს, ხოლო თუ პროგრამის ადმინისტრატორი დანიშნული არ არის − პროგრამის კრედიტორებს. პროგრამის ადმინისტრატორი (არსებობის შემთხვევაში) აღნიშნულ ინფორმაციას დაუყოვნებლივ აწვდის პროგრამის კრედიტორებს. ამ პუნქტის საფუძველზე ინფორმაცია პროგრამის კრედიტორებს შეიძლება ინდივიდუალურად შეტყობინების ნაცვლად საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე საჯაროდ გამოქვეყნებით მიეწოდოს.
იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

article  22

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში რეზოლუციის კომიტეტმა შეიძლება გამოიყენოს იმავე პუნქტით განსაზღვრული სარეზოლუციო ინსტრუმენტი (ინსტრუმენტები) მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზედიზედ ორჯერ მოწვეულ პროგრამის კრედიტორთა კრებაზე პროგრამის კრედიტორები არ მოიწონებენ პროგრამის ადმინისტრატორის მიერ მათთვის შეთავაზებულ რომელიმე წინადადებას მაინც ან საქართველოს ეროვნული ბანკი ზედიზედ ორჯერ უარს განაცხადებს კრების მიერ მოწონებული წინადადების დამტკიცებაზე.
7. პროგრამის კრედიტორები და პროგრამის ადმინისტრატორი (არსებობის შემთხვევაში) ვალდებული არიან ითმინონ რეზოლუციის კომიტეტის მიერ პროგრამის კრედიტორთა წინაშე ემიტენტის ვალდებულებების ჩამოწერით ან კონვერტაციით რეკაპიტალიზაციის სარეზოლუციო ინსტრუმენტის გამოყენება „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი შეზღუდვის ფარგლებში.
8. თუ ამ მუხლის პირობების დაცვით რეზოლუციის კომიტეტი იღებს გადაწყვეტილებას იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გასხვისების შესახებ, იგი უნდა გასხვისდეს ამ კანონის შესაბამისად ავტორიზებულ კომერციულ ბანკზე და მისი გასხვისება უნდა აკმაყოფილებდეს ამ კანონის 21-ე მუხლის მე-4−მე-7 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს.