FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ

article  32

პერსონალი.
1. ქსოვილის მოპოვებასთან, ტესტირებასთან, დამუშავებასთან, პრეზერვაციასთან, შენახვასა და განაწილებასთან დაკავშირებულ მოქმედებებში უშუალოდ ჩართული პერსონალი აღნიშნული ფუნქციების შესასრულებლად სათანადოდ კვალიფიცირებული უნდა იყოს და გავლილი უნდა ჰქონდეს სათანადო სწავლება შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით.
2. ქსოვილის მოპოვების, ამოღების, ტესტირების, დამუშავების, პრეზერვაციის, შენახვის, განაწილებისა და გამოყენების პროცესში ჩართულმა სამედიცინო დაწესებულებამ და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალმა უნდა ითანამშრომლონ ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად სამეცნიერო და მაღალი პროფესიული სტანდარტების წარმატებული დანერგვის უზრუნველსაყოფად.
3. სათანადო სამედიცინო დაწესებულებამ და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალმა უნდა მიიღონ შესაბამისი ზომები ქსოვილების დონაციის ხელშეწყობის მიზნით.