Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
პენიტენციური კოდექსი article 48 ბრალდებულის პატიმრობის დაწესებულებიდან გაყვანა და გადაყვანა. 1. ბრალდებულის პატიმრობის დაწესებულებიდან გაყვანისა და გადაყვანის წესს განსაზღვრავს მინისტრი. 2. თუ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-1 მუხლით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას მოსამართლის განჩინებით სამსახურის გენერალურ დირექტორს დაევალება შესაბამისი ბრალდებულის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელი განსაკუთრებული ზომების მიღება, ამ ბრალდებულის სხვა პატიმრობის დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამსახურის გენერალური დირექტორი, თუ აღნიშნული ღონისძიების გამოყენება აუცილებელია ბრალდებულის უსაფრთხოებისთვის. 3. ბრალდებულის პატიმრობის დაწესებულებიდან გადაყვანისას მისი მიმღები პატიმრობის დაწესებულება ვალდებულია ამის თაობაზე დაუყოვნებლივ ან მისი მიღებიდან არაუგვიანეს 1 სამუშაო დღისა აცნობოს გამომძიებელს, პროკურორს, სასამართლოს და ბრალდებულის ახლო ნათესავს, აგრეთვე ბრალდებულის თხოვნით – სხვა პირს ან/და ბრალდებულის ადვოკატს მის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში. 4. ბრალდებულის პატიმრობის დაწესებულებიდან გაყვანის ან გადაყვანის შემთხვევაში პატიმრობის დაწესებულების ექიმი ახორციელებს ბრალდებულის სამედიცინო შემოწმებას. ბრალდებულის სამედიცინო შემოწმების შესახებ დგება შესაბამისი სამედიცინო ცნობა. |