FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 8

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

article  33

საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო ზომები და სანქცია (ფულადი ჯარიმა).
1. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიკრობანკის, ადმინისტრატორის ან მაკონტროლებელი პირის მიმართ გამოიყენოს ამ მუხლით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე საზედამხედველო ზომა ან/და სანქცია (ფულადი ჯარიმა), თუ არსებობს ერთი ან რამდენიმე შემდეგი საფუძველი:
    ა) მიკრობანკმა, ადმინისტრატორმა ან მაკონტროლებელმა პირმა დაარღვია ამ კანონის ერთ-ერთი დებულება ან საქართველოს ეროვნული ბანკის რომელიმე ნორმატივი, ინსტრუქცია, დებულება, წესი, დადგენილება, მოთხოვნა, წერილობითი მითითება;
    ბ) მიკრობანკმა, ადმინისტრატორმა ან მაკონტროლებელმა პირმა დაარღვია მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიისთვის ან საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი დებულებისთვის დართული რომელიმე პირობა ან შეზღუდვა;
    გ) მიკრობანკმა, ადმინისტრატორმა ან მაკონტროლებელმა პირმა დაარღვია ანგარიშგების წარდგენის ვადა ან წარადგინა არასწორი ანგარიშგება და სხვა არაზუსტი ინფორმაცია;
    დ) მიკრობანკმა, ადმინისტრატორმა ან მაკონტროლებელმა პირმა დაარღვია „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები;
    ე) მიკრობანკმა, ადმინისტრატორმა ან მაკონტროლებელმა პირმა დაარღვია „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები;
მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

article  33

თ) მაკონტროლებელ პირს ან/და მნიშვნელოვანი წილის მფლობელს შეუჩეროს ხმის უფლება მაკონტროლებელი პირის ან მნიშვნელოვანი წილის მფლობელის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ფინანსური ან სხვა ინფორმაციის მიუწოდებლობის ან საქართველოს კანონმდებლობის სხვაგვარად დარღვევის, მათ შორის, ამ კანონის მე-11 მუხლით განსაზღვრულ შესაფერისობის კრიტერიუმთან/კრიტერიუმებთან შეუსაბამობის, შემთხვევაში ან იმ შემთხვევაში, თუ, საქართველოს ეროვნული ბანკის შეფასებით, მაკონტროლებელი პირი ან მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციების ფლობიდან გამომდინარე საკუთარ უფლებამოსილებას მიკრობანკის ინტერესების საზიანოდ იყენებს. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხმის უფლების შეჩერების პირობებსა და ვადებს ადგენს საქართველოს ეროვნული ბანკი არსებული გარემოებებიდან გამომდინარე;
    ი) მაკონტროლებელ პირს მოსთხოვოს კონტროლის გაუქმება ან შეზღუდვა მაკონტროლებელი პირის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ფინანსური ან სხვა ინფორმაციის მიუწოდებლობის ან სხვა დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უნდა განსაზღვროს კონტროლის გაუქმების ან შეზღუდვის პირობები და ვადები, რომლებსაც იგი საჭიროდ მიიჩნევს არსებული გარემოებებიდან გამომდინარე;
მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

article  33

კ) მიკრობანკს მოსთხოვოს საქმიანობასთან, პროდუქტებთან ან/და სისტემებთან დაკავშირებულ რისკებზე შესაბამისი რეაგირება;
    ლ) მიკრობანკს მოსთხოვოს ცვალებადი ანაზღაურების იმ მოცულობით შემცირება, რომელიც აუცილებელია კაპიტალის ადეკვატურობის დადგენილი კოეფიციენტების დასაცავად და სხვა ნორმატივების შესასრულებლად;
    მ) მიკრობანკს შეუზღუდოს ან/და აუკრძალოს მისი აქციონერებისთვის ან/და პირველადი კაპიტალის მფლობელებისთვის კაპიტალის განაწილება ან/და სარგებლის გაცემა;
    ნ) მიკრობანკს დაუწესოს დამატებითი მოთხოვნები საზედამხედველო ანგარიშგებასთან დაკავშირებით;
    ო) მიკრობანკს დაუწესოს ლიკვიდურობის ინდივიდუალური მოთხოვნები;
    პ) მიკრობანკს დაუწესოს დამატებითი მოთხოვნები ინფორმაციის გამჟღავნების მიმართ;
    ჟ) მიკრობანკს გაუუქმოს მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზია.
მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

article  33

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ერთი ან რამდენიმე საფუძვლის არსებობისას ან/და იმ შემთხვევაში, თუ მიკრობანკის ფინანსური მდგომარეობა მკვეთრად უარესდება ან ახლო მომავალში გაუარესდება, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს სხვადასხვაგვარად, მათ შორის, კაპიტალის ან ლიკვიდურობის მდგომარეობის გაუარესებით, უმოქმედო სესხების ან რისკის პოზიციების ზრდით, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საზედამხედველო ზომების მიღების გარეშე ან ამ ზომებთან ერთად, პროპორციულობის პრინციპის დაცვით გამოიყენოს ერთი ან რამდენიმე შემდეგი საზედამხედველო ზომა:
    ა) მიკრობანკს მოსთხოვოს ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე ზომის მიღება;
    ბ) მიკრობანკს მოსთხოვოს აქტივებისა და ვალდებულებების საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებული დამოუკიდებელი შემფასებლის მიერ შეფასება;
    გ) მიკრობანკს მოსთხოვოს ბიზნესსტრატეგიაში ან ორგანიზაციულ სტრუქტურაში ცვლილებების შეტანა;
მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

article  33

დ) მიკრობანკის სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორატს მოსთხოვოს მიკრობანკის აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საფუძვლის/საფუძვლების განსახილველად და მის/მათ აღმოსაფხვრელად აუცილებელი ზომების მიღება. სამეთვალყურეო საბჭოს და დირექტორატის მიერ მიკრობანკის აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავად მოიწვიოს აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება, განსაზღვროს მისი დღის წესრიგი და საერთო კრებას მოსთხოვოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საფუძვლის/საფუძვლების განხილვა და მის/მათ აღმოსაფხვრელად აუცილებელი ზომების მიღება;
    ე) დანიშნოს დროებითი ადმინისტრატორი.
4. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში საზედამხედველო ზომასთან ერთად ან ამ ზომის მიღების გარეშე, პროპორციულობის პრინციპის დაცვით მიკრობანკსა და მის ადმინისტრატორს ან/და მაკონტროლებელ პირს დააკისროს სანქცია (ფულადი ჯარიმა) თავის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით. ამასთანავე, მიკრობანკისთვის დაკისრებული ფულადი ჯარიმის ოდენობა მიკრობანკის სააქციო კაპიტალს არ უნდა აღემატებოდეს.
მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

article  33

ვ) მიკრობანკმა, ადმინისტრატორმა ან მაკონტროლებელმა პირმა დაარღვია „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები;
    ზ) მიკრობანკმა, ადმინისტრატორმა ან მაკონტროლებელმა პირმა დაარღვია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები ან/და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მოთხოვნები, რითაც შეაფერხა საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო პროცესის განხორციელება;
    თ) მიკრობანკი ჩართულია ან ჩართული იყო მიკრობანკის არაჯანსაღ ან საფრთხის შემქმნელ პრაქტიკაში;
    ი) საზედამხედველო განხილვისა და შეფასების პროცესში რისკები გამოვლინდა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლის გამოვლენისას საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თანამიმდევრულად ან არათანამიმდევრულად, პროპორციულობის პრინციპის დაცვით გამოიყენოს ერთი ან რამდენიმე შემდეგი საზედამხედველო ზომა:
    ა) მიკრობანკს, ადმინისტრატორს ან/და მაკონტროლებელ პირს გაუგზავნოს წერილობითი გაფრთხილება;
    ბ) მიკრობანკს მოსთხოვოს დამატებითი კაპიტალის მოზიდვა;
    გ) მიკრობანკს მოსთხოვოს შიდა პოლიტიკისა და პროცედურების, კონტროლის სისტემებისა და სტრატეგიების გადახედვა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის წარდგენა;
მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

article  33

დ) დააწესოს სპეციალური ღონისძიებები, მიკრობანკს შეუწყვიტოს ან შეუზღუდოს გარკვეული ტიპის ოპერაციების განხორციელება ან გამოსცეს ინსტრუქცია (მითითება) მოთხოვნით, რომ მიკრობანკმა უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებსა და ჯანსაღ პრაქტიკასთან შესაბამისობა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ვადაში მიიღოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი საფუძვლის აღმოსაფხვრელად აუცილებელი ზომები;
    ე) მიკრობანკს მოსთხოვოს აქტივების დარეზერვებასთან ან კაპიტალის ადეკვატურობის მიზნებისთვის აქტივებთან დაკავშირებული კონკრეტული მიდგომის გამოყენება;
    ვ) ერთ ან რამდენიმე ადმინისტრატორს შეუჩეროს ხელმოწერის უფლება ან მიკრობანკის სამეთვალყურეო საბჭოს მოსთხოვოს მისი/მათი თანამდებობიდან გათავისუფლება; სამეთვალყურეო საბჭოს წევრის შემთხვევაში აქციონერთა საერთო კრებას მოსთხოვოს მისი თანამდებობიდან გათავისუფლება;
    ზ) მიკრობანკს შეუჩეროს ან შეუზღუდოს აქტივების ზრდა, მოგების განაწილება, დივიდენდებისა და პრემიების გაცემა, ხელფასების გაზრდა და დეპოზიტების მოზიდვა;
მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

article  33

5. ამ მუხლით განსაზღვრული სანქციის (ფულადი ჯარიმის) თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
6. მხარეს, რომლის მიმართაც საზედამხედველო ზომა ან/და სანქცია (ფულადი ჯარიმა) იქნა გამოყენებული, უფლება აქვს, იგი შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობიდან 1 თვის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს.