Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
ცხოველთა სამყაროს შესახებ article 28 ნადირობა. 1. ნადირობა არის გარეულ ცხოველთა სპეციალური სარგებლობის ფორმით მოპოვება , ფიზიკური და იურიდიული პირების მატერიალური, რეკრეაციული და სხვა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად . 2. ნადირობა შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ლიცენზიის საფუძველზე , სამოყვარულო და სპორტული ნადირობის სახით . |
ცხოველთა სამყაროს შესახებ article 28 3. ცხოველთა სამყაროს იმ ობიექტების ჩამონათვალის განსაზღვრის წესი , რომლებიც თავიანთი სტატუსიდან, რაოდენობიდან, სარგებლობის ტრადიციებიდან, მიღებული პროდუქტის სახეობებიდან და ხარისხიდან გამომდინარე, მიეკუთვნებიან ნადირობის ობიექტებს, დგინდება „ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალის განსაზღვრის წესის შესახებ” დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს სამინისტრო. ცხოველთა სამყაროს იმ ობიექტების ჩამონათვალი, რომლებიც თავიანთი სტატუსიდან, რაოდენობიდან, სარგებლობის ტრადიციებიდან, მიღებული პროდუქტის სახეობებიდან და ხარისხიდან გამომდინარე, მიეკუთვნებიან ნადირობის ობიექტებს, განისაზღვრება სამინისტროს მიერ ბრძანებით „ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალის შესახებ ”. |
ცხოველთა სამყაროს შესახებ article 28 4. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნადირობა დაიშვება მხოლოდ სპეციალურად საამისოდ გამოყოფილ ტერიტორიებზე – სამონადირეო მეურნეობებში. სამონადირეო მეურნეობების მოწყობა შესაძლებელია დაცული ტერიტორიების მხოლოდ შემდეგ კატეგორიებში: აღკვეთილში, დაცულ ლანდშაფტში და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე. გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა შესაძლებელია სამონადირეო მეურნეობების გარეთაც. 5. ნადირობა აკძალულია ნებისმიერი სახის ასაფეთქებელი და სხვა საშუალებით, რომელიც ტანჯვას აყენებს გარეულ ცხოველს. |