Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საკონსულო საქმიანობის შესახებ article 28 საკონსულო მოსაკრებელი. 1. საკონსულო მოსაკრებელი არის საკონსულო ფუნქციების შესრულებისათვის ან/და საკონსულო მომსახურების გაწევისათვის კანონით დადგენილი თანხა, რომელიც ასახავს შესაბამისი საკონსულო ფუნქციის პოლიტიკურ მნიშვნელობასა და ეკონომიკურ ღირებულებას. 2. საკონსულო მოსაკრებელი გადაიხდევინება საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად, აგრეთვე ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე. 3. მოქალაქეობის არმქონე პირი საკონსულო მოსაკრებელს გადაიხდის იმ ოდენობით, რომელიც გათვალისწინებულია იმ ქვეყნის მოქალაქეთათვის, სადაც მოქალაქეობის არმქონე პირს აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. 4. საკონსულო მოსაკრებლის სახეები და განაკვეთები განისაზღვრება კანონით. |