Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 48 საქართველოში წარმოშობის სტატუსის არმქონე საქონელთან დაკავშირებული სპეციალური დებულებები. 1. თუ საქართველოს მიერ უცხო ქვეყანასთან ან უცხო ქვეყნების ჯგუფთან გაფორმებული პრეფერენციული საერთაშორისო შეთანხმება ითვალისწინებს იმპორტის გადასახადის დაბრუნების ან მისგან გათავისუფლების აკრძალვას საქართველოში წარმოშობის სტატუსის არმქონე საქონლისთვის, რომელიც გამოიყენება ისეთი პროდუქტის საწარმოებლად, რომლისთვისაც იმავე შეთანხმების შესაბამისად გაიცემა ან გამოიწერება წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი, საქართველოში წარმოშობის სტატუსის არმქონე ასეთ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა ამ საქონლით წარმოებულ პროდუქტთან დაკავშირებული რეექსპორტის დეკლარაციის რეგისტრაციისას. 2. თუ საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმპორტის გადასახადის ოდენობა გამოითვლება ისევე, როგორც ის გამოითვლებოდა შიდა გადამუშავების პროცედურის დასრულების მიზნით რეექსპორტის დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს პროდუქტის საწარმოებლად გამოყენებული, საქართველოში წარმოშობის სტატუსის არმქონე საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის შედეგად. |
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 48 3. ამ მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე ვრცელდება ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების დებულებები. ამასთანავე, ამ კოდექსის 160-ე მუხლით გათვალისწინებული უცხოური საქონლის შემთხვევაში პირი, რომელიც წარადგენს რეექსპორტის დეკლარაციას, წარმოადგენს ვალდებულ პირს. ირიბი წარმომადგენლობის შემთხვევაში პირი, რომლის დავალებითაც ხდება დეკლარაციის წარდგენა, ასევე წარმოადგენს ვალდებულ პირს. |