FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

article  1293

მეურვისა და მზრუნველის თანხმობა, მხარდამჭერის მონაწილეობა გარიგების დადებისას.
1. მეურვე სამეურვეო პირის კანონიერი წარმომადგენელია და მისი სახელით, მისი ინტერესებიდან გამომდინარე, დებს აუცილებელ გარიგებებს.
2. 7-დან 18 წლამდე არასრულწლოვანი ისეთ გარიგებას, რომლის დამოუკიდებლად დადების უფლებაც მას კანონით არ აქვს, დებს მზრუნველის თანხმობით.
3. მხარდამჭერი ვალდებულია მხარდაჭერის მიმღების მიერ გარიგების დადებისას დაეხმაროს მას გარიგების პირობებისა და სამართლებრივი შედეგების სრულყოფილად აღქმაში, თუ ეს სასამართლოს გადაწყვეტილებით არის განსაზღვრული.
4. გამონაკლის შემთხვევაში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მხარდამჭერის მიერ მხარდაჭერის მიმღების ნების გამოვლენა 1 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ობიექტურად შეუძლებელია და მის ნაცვლად გადაწყვეტილების მიღების აკრძალვა მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს მხარდაჭერის მიმღებს, სასამართლო მხარდამჭერს უფლებას აძლევს, მხარდაჭერის მიმღების სახელით, მისი ინტერესებიდან გამომდინარე, დადოს აუცილებელი გარიგებები. შეცდომის გასწორება - პარლამენტის უწყებანი №37-38, 10.09.1997წ., გვ.21 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება №2/4/532,533 –ვებგვერდი, 28.10.2014წ.