Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი article 2892 იპოთეკის მოწმობის შინაარსი. 1. იპოთეკის მოწმობა უნდა შეიცავდეს: ა) სათაურში აღნიშვნას „იპოთეკის მოწმობა“; ბ) იპოთეკარის სახელსა და მისამართს; გ) მოვალის სახელსა და მისამართს; დ) უძრავი ნივთის მესაკუთრის სახელსა და მისამართს; ე) იპოთეკით დატვირთული ქონების სარეგისტრაციო კოდს, იპოთეკის საგნის მისამართს; ვ) აღნიშვნას იპოთეკის მოწმობის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ, შესაბამისი რეკვიზიტების მითითებით; ზ) მითითებას იმის თაობაზე, არის თუ არა იპოთეკის საგანი ან მისი ნაწილი დატვირთული სხვა იპოთეკით ან სხვა სანივთო ან ვალდებულებითი უფლებით; თ) იპოთეკის ხელშეკრულების შედგენის ადგილსა და თარიღს; ი) უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოცულობას; კ) იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადას, ხოლო თუ ვალდებულება ნაწილ-ნაწილ უნდა შესრულდეს, – მისი შესრულების ვადებს; ლ) იპოთეკის მოწმობის გაცემის თარიღს. 2. იპოთეკის მოწმობის ნამდვილობა დასტურდება საჯარო რეესტრის ბეჭდით. 3. ამ მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებში აღნიშნულ მოთხოვნათა დარღვევა იწვევს იპოთეკის მოწმობის ბათილობას. |