Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ article 8 საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებ ათა ლეგალური ბრუნვის სფეროში სახელმწიფო კომპეტენცია. 1. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ლეგალურ ბრუნვაზე კონტროლსა და ზედამხედველობას ახორციელებენ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები საამისოდ უფლებამოსილი სამსახურების მეშვეობით. 2. II სიაში შეტანილი ფარმაცევტული პროდუქტის გამოსაწერი რეცეპტის ბლანკების საჭირო რაოდენობით დამზადებას უზრუნველყოფს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. 3. საქართველოში ფარმაცევტული პროდუქტის ლეგალურ ბრუნვასა და ნარკოლოგიური დახმარების ხარისხზე კონტროლს ახორციელებენ მხოლოდ საამისოდ უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში. 4. სახელმწიფო უზრუნველყოფს ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების ხელმისაწვდომობას საჭირო რაოდენობითა და ფორმით, სამედიცინო, სამეცნიერო და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა მიზნებისათვის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. |