FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ

article  20

შუამდგომლობა ემიგრაციის ნებართვის მისაღებად.
1. ემიგრაციის ნებართვის მისაღებად შუამდგომლობის აღძვრის უფლება აქვს საქართველოს სრულწლოვან ქმედუნარიან მოქალაქეს.
2. ემიგრაციის ნებართვის მისაღებად შუამდგომლობას დაინტერესებული პირი სააგენტოს წარუდგენს. 2-5 პუნქტებით დადგენილი წესით.
23. ელექტრონული ფორმით წარდგენილი განცხადების მიღება დასაშვებია, თუ:
    ა) ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლისა და განცხადების მიღების უფლებამოსილების მქონე პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას და განმცხადებლის იდენტიფიცირება და მისი პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით;
    ბ) იგი დადასტურებულია განმცხადებლის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით. 2-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განმცხადებლის ვინაობასთან დაკავშირებით ეჭვის წარმოშობისას შესაბამისი თანამდებობის პირი უფლებამოსილია უარი განაცხადოს ელექტრონული ფორმით წარდგენილი განცხადების მიღებაზე.
25. სააგენტო უზრუნველყოფს ვიზუალური კონტაქტის ამსახველი ჩანაწერის ელექტრონული ფორმით შენახვას.
3. შუამდგომლობაში მითითებული უნდა იყოს ყველა ის მონაცემი, რომელიც შეტანილია საქართველოს მოქალაქის პასპორტში. შუამდგომლობას უნდა ერთოდეს:
    ა) საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი;
საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ

article  20

ბ) 18-დან 27 წლამდე პირისთვის − სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლების შესახებ ან ცნობა წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების შესახებ;
    გ) 2 ფოტოსურათი, ზომით 3X4;
    დ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
4. არასრულწლოვანზე ემიგრაციის ნებართვის გაცემის შემთხვევაში შუამდგომლობას უნდა ერთოდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები, აგრეთვე დაბადების მოწმობის ასლი და ამ კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის დამადასტურებელი დოკუმენტი. უცხო სახელმწიფოში გაცემული დაბადების მოწმობის ასლი წარდგენილი უნდა იქნეს სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
5. არასრულწლოვანზე ემიგრაციის ნებართვის გაცემა დასაშვებია მისი კანონიერი წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული ან ამ მუხლის 2-5 პუნქტებით დადგენილი წესით გამოხატული თანხმობის საფუძველზე. 5-5 პუნქტებით დადგენილი წესით გამოხატული თანხმობის საფუძველზე, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ

article  20

6. ემიგრაციის ნებართვის მისაღებად შუამდგომლობისა და თანდართული დოკუმენტების ასლების ელექტრონული ფორმით წარდგენის შემდეგ დაინტერესებული პირი უზრუნველყოფს ამ კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის დამადასტურებელი დოკუმენტის, აგრეთვე უცხო სახელმწიფოს მიერ გაცემული, ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული დაბადების მოწმობის ასლისა და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლების ან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების შესახებ ცნობის წარდგენას.
7. უცხო სახელმწიფოს მიერ გაცემული ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული დაბადების მოწმობის ასლი შეიძლება მიღებულ იქნეს დედნის ელექტრონული ფორმით წარდგენის გარეშე, თუ შესაძლებელია ამ დოკუმენტის ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების ფაქტის ნამდვილობის შემოწმება შესაბამისი ელექტრონული რეესტრის ან სხვა საშუალებით.
8. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარუდგენლობის შემთხვევაში შუამდგომლობის განხილვის ვადის ამოწურვამდე 5 დღით ადრე სააგენტო დაინტერესებულ პირს განუსაზღვრავს დოკუმენტების წარდგენის ვადას, რომელიც არ უნდა იყოს 5 დღეზე ნაკლები. დოკუმენტების წარდგენამდე შუამდგომლობის განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება.
საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ

article  20

9. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების დადგენილ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება შესაბამისი შუამდგომლობის განუხილველად დატოვების შესახებ.
10. თუ განმცხადებელი აღარ არის დაინტერესებული ემიგრაციის ნებართვის მიღებით, იგი უფლებამოსილია ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ სტადიაზე მიმართოს სააგენტოს და მოითხოვოს წარმოების შეწყვეტა. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3396 – ვებგვერდი, 31.03.2015წ.