Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი article 2150 საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნებისთვის კომერციული ბანკის, მიკრობანკის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტის, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის, საბროკერო კომპანიის, ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის, აქტივების მმართველი კომპანიის, საინვესტიციო კომპანიის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების თაობაზე მოსამართლის ბრძანების გამოცემის წესი. 1. მოსამართლე ბრძანებას საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს ამ შუამდგომლობის წარდგენიდან 14 დღის ვადაში. 2. მოსამართლე საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობას განიხილავს ერთპიროვნულად, იმ პირის მონაწილეობის გარეშე, რომლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიღებასაც ითხოვს საგადასახადო ორგანო საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე. |
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი article 2150 საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნებისთვის კომერციული ბანკის, მიკრობანკის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტის, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის, საბროკერო კომპანიის, ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის, აქტივების მმართველი კომპანიის, საინვესტიციო კომპანიის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების თაობაზე მოსამართლის ბრძანების გამოცემის წესი. . . 3. მოსამართლე გამოსცემს ბრძანებას შუამდგომლობის დაკმაყოფილების თაობაზე, თუ იგი შეიცავს ამ კოდექსის 21-49 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ინფორმაციას. 4. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში ბრძანებაში აღინიშნება: ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი; ბ) ბრძანების გამომცემი მოსამართლის გვარი; გ) საქართველოს საგადასახადო ორგანო, რომელმაც შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს; დ) კომერციული ბანკი, მიკრობანკი, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, სესხის გამცემი სუბიექტი, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი, საბროკერო კომპანია, ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარი, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი, აქტივების მმართველი კომპანია, საინვესტიციო კომპანია, რომელმაც საგადასახადო ორგანოს პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია უნდა მიაწოდოს; ე) ინფორმაციის მიწოდების ფორმა და ვადა; ვ) განკარგულება შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ. 5. შუამდგომლობის არდაკმაყოფილების შემთხვევაში ბრძანებაში აღინიშნება: ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი; ბ) ბრძანების გამომცემი მოსამართლის გვარი; გ) საქართველოს საგადასახადო ორგანო, რომელმაც შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს; დ) განკარგულება შუამდგომლობის არდაკმაყოფილების შესახებ. |
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი article 2150 6. მოსამართლის ბრძანება დგება 3 ეგზემპლარად. მისი ერთი ეგზემპლარი ეგზავნება შუამდგომლობის წარმდგენ საგადასახადო ორგანოს, მეორე – კომერციულ ბანკს, მიკრობანკს, საგადახდო მომსახურების პროვაიდერს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, სესხის გამცემ სუბიექტს, ვალუტის გადამცვლელ პუნქტს, საბროკერო კომპანიას, ლიცენზირებულ ცენტრალურ დეპოზიტარს, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს, აქტივების მმართველ კომპანიას, საინვესტიციო კომპანიას, ხოლო მესამე რჩება სასამართლოში. 7. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარი შეიტანოს ბრძანების გამომცემ სასამართლოში მისთვის ბრძანების ეგზემპლარის გადაცემიდან 48 საათში. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს. |
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი article 2150 8. საჩივარი სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში განიხილება შეტანიდან 10 დღის ვადაში. 9. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და არ საჩივრდება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება №1/3/638 – ვებგვერდი, 21.02.2017წ. |