Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ article 13 წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდება. 1. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციას აქვს წესდება, რომლის ტიპურ ფორმას ამტკიცებს სამინისტრო. 2. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდებით გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი ძირითადი საკითხები: ა) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის სახელწოდება; ბ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი; გ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მართვისა და შიდა კონტროლის ორგანოების შექმნის წესი და მათი უფლებამოსილებები; დ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის განსაზღვრის წესი; ე) წყალსარგებლობის საფასურისა და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის ფუნქციონირებისთვის საჭირო გადასახდელების განსაზღვრის წესი; ვ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის ლიკვიდაციის წესი და პირობები; ზ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდებაში ცვლილების შეტანის წესი. |