Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ article 11 ფონდის დაფინანსების წყაროები, დანიშნულება და მიზნობრივი ოდენობა. 1. ფონდი შედგება შემდეგი წყაროებისგან: ა) პირველადი შენატანები; ბ) რეგულარული სადაზღვევო შენატანები; გ) სპეციალური სადაზღვევო შენატანები; დ) სააგენტოს მიერ საინვესტიციო საქმიანობის განხორციელებით მიღებული შემოსავალი; ე) სადაზღვევო შემთხვევის მქონე კომერციული ბანკების ან მიკრობანკების აქტივებიდან მიღებული თანხები; ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. კომერციული ბანკი და მიკრობანკი ვალდებული არიან გადაიხადონ ამ კანონით განსაზღვრული სადაზღვევო შენატანები. 3. ფონდი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ამ კანონის მიზნებისთვის. ფონდიდან ფინანსდება სააგენტოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებული, სააგენტოს შესაბამისი წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯები, აგრეთვე სესხების მომსახურებასა და დეპოზიტორთათვის ანაზღაურების გაცემასთან დაკავშირებული ხარჯები. 4. ფონდში აკუმულირებულმა თანხებმა უნდა მიაღწიოს ფონდის მიზნობრივ ოდენობას, რომელიც დაზღვეული დეპოზიტების მთლიანი მოცულობის 6%-ს შეადგენს. |